გლდანში, ბიტკოინის საინვესტიციო კომპანიამ, ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო

Home » არაკატეგორიზირებული » გლდანში, ბიტკოინის საინვესტიციო კომპანიამ, ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო
20/11/2015
გლდანში, ბიტკოინის საინვესტიციო კომპანიამ, ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო

გლდანში ტექნოპარკის მშენებლობის პირველი ფაზა ოქტომბერში დასრულდება. კომპანია Bitfury-იმ თბილისში 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც ტექნოლოგიური მონაცემთა ცენტრის აშენება იგეგმება.

“ტექნოლოგიური ზონის განვითარების მთავარი მიზანია მოიზიდოს მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნა და პროგრესი საქართველოში. ასევე, ჩვენი ქვეყანა დაიტანოს მსოფლიო ბლოქჩეინის და ბიტკოინის რუკაზე, გაზარდო  ამ არსებული ტექნოლოგიის შესახებ ინფორმირებულობა”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი, ეფრემ ურუმაშვილი “აიპრესთან” საუბრისას. 
მისი თქმით, საქართველო კარგი საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის კეთების სიმარტივის, ხელმისაწვდომი და კვალიფიციური სამუშაო ძალის, დაბალი გადასახადებისა და ელექტროენერგიის მიმზიდველი ფასის გამო შეირჩა. ამ ეტაპზე კომპანიას მონაცემთა ორი ცენტრი აქვს, – ისლანდიასა და საქართველოში.
“ჩვენ ჯერ კიდევ ბითქონ ტექნოლოგიის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ეს ეტაპი ძალიან ჰგავს ინტერნეტის განვითარების დონეს 1995 წელს. თუმცა გლობალიზაციის ტრენდი მოიტანს ადაპტაციასა და ბითქოინის სწორად გავრცელებას საქართველოში. ბითქოინს მრავალი ექსპერტი ახალ ინტერნეტ ვალუტას უწოდებს.  საქართველოში ელექტრონული კომერციის (ინტერნეტ გაყიდვების) განვითარებასთან ბითქოინიც სწრაფად გავრცელდება და იქნება რეალიზებული. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით”, – განუცხადეს კომპანიის წარმომადგენლობაში “აიპრესს”. 
BitFury Group კრიპტოვალუტის ბიტკოინის საინვესტიციო კომპანიაა. ვირტუალურ ვალუტაში პირველი ინვესტიცია საქართველოში თანაინვესტირების ფონდმა განახორციელა. ფონდმა $15 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა ტექნოლოგიების სფეროში, BitFury-ში, რომელმაც საქართველოში კრიპტოვალუტა Bitcoin-ის საპროცესინგო დატა ცენტრი განათავსა.
წყარო : http://www.ibusiness.ge/gldanshi-bitkoinis-sainvesticio-kompaniam-teqnoparkis-mshenebloba-daiwyo/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved