იაპონიამ ბითკოინი ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარა!

Home » არაკატეგორიზირებული » იაპონიამ ბითკოინი ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარა!
06/04/2017
იაპონიამ ბითკოინი ოფიციალურ საგადამხდელო სისტემად აღიარა!

თებერვალში იაპონიის მთავრობამ გვამცნო, რომ მიმდინარეობდა კანონპროექტის დამუშავება, რომელიც ითვალისწინებს ბითკოინის, როგორც საგადამხდელო სისტემის აღიარებას. გასულ კვირას იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პროექტი ძალაში პირველ აპრილს შევიდოდა.
პირველ აპრილს ბითკოინი გახდა ოფიციალური გადახდის მეთოდი იაპონიაში, მაგრამ არა ვალუტა „ახალი გადახდის სისტემა გათვლილია პროდუქციის შესაძენად,  სერვისის გადასახდელად და სხვა კანონიერი ანგარიშსწორების საწარმოებლად“, შეგახსენებთ, რომ უახლოეს ექვს თვეში იაპონიის მთავრობა გეგმავს მიიღოს ახალი საგადასახადო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ბითკოინის, როგორც ვალუტის აღიარებას.
იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს ამ მომსახურების მიღება, მერჩანტს გარანტიად უნდა ჰქონდეს 10 მილიონი იაპონური იენი და გამართული ტექნიკური სისტემა, აგრეთვე თანამშრომლებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი მოსამზადებელი პროგრამა. კომპანიამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების რეგლამენტი და შექმნას აუთსორსინგისათვის სახელმძღვანელო.
როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, კანონი ხელს შეუწყობს კრიმინალური პროცესების თავიდან აცილებას, დეტალურად სტატია შეგიძლიათ იხილოთ  Bitcoin.com-ზე.
კანონის მიღებიდან ერთი კვირაც არ გასულა და Bitcoin.com გვატყობინებს რომ, იაპონიის ორმა უმსხვილესმა საცალო მომსახურების კომპანიამ, Bic Camera-მ და  Recruit Lifestyle & Co – მ, დაიწყო თანამშრომლობა ბითკოინის მსხვილ კომპანიებთან Bitpay-სთან და Coincheck-თან. მათი პროგნოზით ზაფხულამდე იაპონიის 260, 000 მაღაზიაში იქნება შესაძლებელი ბითკოინით ანგარიშსწორება.
ამჟამად ბითკოინით ანგარიშსწორება შეგიძლიათ ისეთ მსხვილ მერჩანტებთან როგორებიცაა: Microsoft, Dell, steam, WordPress.com, Wikipedia, Subway, Tesla, Shopify.com და სხვა პოპულარულ ვებ გვერდებზე.  ( იხილეთ ჩამონათვალი ).
აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ eMoney-ს მეშვეობით იყიდოთ, გაყიდოთ, მიიღოთ ან გააგზავნოთ ბიტკოინები მარტივად.
დღეისათვის ერთი ბითკოინის ფასი 1, 164$-ია.
© Bitcoin.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved