როგორ გადაარჩინა ბითქოინმა ტორნადო ჰარვის მსხვერპლი ადამიანები

Home » არაკატეგორიზირებული » როგორ გადაარჩინა ბითქოინმა ტორნადო ჰარვის მსხვერპლი ადამიანები
08/09/2017
როგორ გადაარჩინა ბითქოინმა ტორნადო ჰარვის მსხვერპლი ადამიანები

ჩერჩ ოფ ბლერკი (Cherch of Blerk) რევოლუციას ახდენს საქველმოქმედო სამუშაოების გასაკეთებლად. ისინი იყენებენ კრიპტოვალუტას დახმარებისთვის, იქ სადაც ის ყველაზე საჭიროა

ქარიშხალი ჰარვი
როდესაც ქარიშხალი ჰარვი შემოიჭრა სამხრეთ ტეხასში, „ჩერჩ ოფ ბლერკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეისონ სეიბარტმა, ბლერის სამედიცინო დირექტორთან, ექიმ რიანა აირლენდთან ერთად, დატვირთეს სატვირთო მანქანა ბენზოხერხებით, გენერატორებით,  საწვავით, წყლითა და ყავით და წავიდნენ შტორმში. მათ ძლივს ჩააღწიეს ბეი სითიში, ტეხასში, შუაგულ მატაგორდა ქაუნთიში, საშინელი ტორნადოს და ქარიშხლის შემდეგ.
მომდევნო დღეებში, სეიბერტი და აირლენდი კორდინაციას უწევდნენ რამოდენიმე თავშესაფრის დაფუძნებას გალვესტონ ქაუნთის ტერიტორიაზე.
ექიმი აირლენდი სასწრაფო დახმარების ჟურნალ JEMS -ში  (the Journal of Emergency Medicine) საჯაროდ იქნა აღიარებული მისი თვითგადარჩენის ინსტინქტისა და სხვებისთვის გაწეული დახმარების გამო. სიბერტმა განახორციელა ინფექცურ დაავადებათა კონტროლის პროტოკოლი სურსათის სამსახურსა და კვებაზე გეგმით. იგი უძღვებოდა დროებით სამზარეულოს და ოთხი თავშესაფარი უზრუნველყო 12,000 პორცია საკვებით. ბლერკი რჩევებს აძლევდა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს თუ როგორ გაეგრძელებინათ და შეექმნათ ახალი თავშესაფრები. ბლერკი ასევე ამარაგებდა თავშესაფრებს სამედიცინო ნივთებით, მაშინ როდესაც წითელი ჯვარი არსად არ ჩანდა.
ბითქოინი როგორც მაშველი/ბითქოინის დახმარება
სანამ ბლერკი მომარაგებაზე მუშაობდა, მისი სატვირთო მანქანები გაფუჭდნენ. მხოლოდ რამოდენიმე საათში, ბლერკმა შეძლო ეპოვა მანქანა ჰიუსტონის ჩრდილოეთ მხარეს, თუმცა, საბანკო გადარიცხვების და საბანკო სექტორის შეზღუდვის გამო ვერ მოხერხდა ფულადი სახსრების გადარიცხვა. ბანკებზე დაყრდნობა ნიშნავდა რომ ბლერკს არ ეყოლებოდა ავტომობილი 5 დღის მანძილზე.
ჯეისონ სებერტი დაეკონტაქტა რობერტ გონსალესს, Over The Counter-ის სავაჭრო კომპანიის UTXO LLC-ს დამფუძნებელს. გონსალესმა დაიწყო თანამშრომლობა ჯესი ვიკინსონთან, ცნობილ OTC-ის მოვაჭრესთან Dallas/Fort Worth-ის ტერიტორიაზე, რათა გადაეწყვიტათ ეს პრობლემა. ჯეისონმა გააუქმა პერსონალური კრიპტო აქტივები, რობისა და ჯესიის მეშვეობით, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ FinCEN-ზე, ხოლო ნაღდი ფული კი დილერს გადასცეს ოთხი საათის განმავლობაში.
როგორც ჩანს, როდესაც ბანკები მარცხდებიან კრიპტოვალუტა იმარჯვებს და ბლერკმა მაინც შეძლო დახმარების გაწევა, როდესაც ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ჩაფლავდნენ.
წყარო: how bitcoin rescued victims of hurricane harvey

© 2020 MyCoins.ge all rights reserved