ბითქოინის ფასი, ბოლო ორი თვეა სწრაფად იზრდება და ყოველდღიურად აუმჯობესებს საკუთარ რეკორდს, ამიტომ ხშირად ჩნდება კითხვა როდის არის სწორი დრო ბითქოინის შესაძენად?
როგორც ყველა სხვა აქტივს, ბითქოინსაც თან ახლავს რისკი, მაგრამ ამ რისკის დაზღვევა შესაძლებელია.
როგორც coinbase.com–ის ექსპერტი გვირჩევს ერთერთი საუკეთესო საშუალება, სწორი ინვესტიციის გასაკეთებლად, არის DCA– Dollar Cost Averaging მეთოდი. რაც გულისხმობს ყოველთვიურად (ან სხვა ნებისმიერი პერიოდით) ფიქსირებული თანხის ინვესტირებას. აღნიშნული მეთოდი ხშირად გამოიყენება ბირჟაზე ვაჭრობისას.
სიმარტივისათვის მოვიყვანოთ მაგალითი: ვთქვათ ინვესტორს უნდა 100$-იანი ინვესტიციის გაკეთება ხუთი თვის განმავლობაში, ხოლო ფასი პირობითად იყოს შემდეგი:
იანვარი: 20$
თებერვალი: 16$
მარტი: 12$
აპრილი:17$
მაისი: 23$
100 დოლარიანი ინვესტიციით, ინვესტორს შეუძლია შეიძინოს შემდეგი რაოდენობის აქტივი ყოველთვიურად:
იანვარი: 100/20$=5
თებერვალი: 100/16$=6.25
მარტი: 100/12$=8.33
აპრილი:100/17$=5.882
მაისი: 100/23$=4.348
თითოეულ თვეში 100 დოლარიანი ინვესტიციით, პერიოდის ბოლოს ექნება 29.814 აქცია, ხოლო საშუალო ფასი იქნება 16.77$. ვთქვათ დღეს აქციის ფასი არის 23$, მაშინ ინვესტირებული 500$ გაიზრდება და გახდება 685.7$.
მართალია, წარსულის ბრუნვა არ არის მომავლის მთავარი ინდიკატორი – მაგრამ მოდით გადავავლოთ თვალი წარსულს და ვნახოთ, როგორ იმუშავებდა ეს სტრატეგია ერთი წლის წინ 100$-იანი ინვესტიცია რომ გაგეკეთებინათ ყოველთვიურად…
ინვესტიციის გაკეთება ბითქოინში შესაძლებელია ყოველთვიური დანაზოგით, ვინაიდან ბითქოინის შეძენა მარტივია და არ მოითხოვს დიდ დროს:
შებრძანდით ვებგვერდზე: www.eMoney.ge. გაიარეთ ავტორიზაცია, მიუთითეთ თუ რა თანხით გსურთ ბითქოინის შეძენა და აირჩიეთ ღილაკი „ყიდვა“.
© blog.coinbase.com