ბიტკოინის ადვოკატ – ბარი სილბერტის განცხადებით, საგადასახადო სერვისები როგორიცაა Western Union და MoneyGram, შეიძლება სულ მალე ციფრული ვალუტის ზრდამ ჩაძიროს.
‘’თქვენ უფასოდ უნდა შეგეძლოთ თანხისა და სხვა ფასეულობების მომენტალურად გადაადგილება’’-განაცხადა სილბერტმა ნიუ იორკში Inside Bitcoins კონფერენციაზე. ის ვარაუდობს რომ სტარტაპები ყურადღებას საგადასახადო მეთოდების გაუმჯობესებაზე გაამახვილებენ და მასში კრიპტოვალუტის ან Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს.
რამდენიმე თვის წინ, კომიკოსმა და ბრიტანული თოქ-შოუს წამყვანმა რასელ ბრანდმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და თქვა, რომ ბიტკოინებმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს თანამედროვე ფინანსურ რევულუციაში. სილბერტმა, მისი პოზიციის მიუხედავად აღნიშნა, რომ ბიტკოინების საყოველთაოდ აღიარებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე აუცილებელი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
სილბერტის თქმით, არსებულ საგადასახადო კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გაზარდონ თავიანთი მომსახურების სფერო, რათა შეძლონ ბიტკოინების ტრანზაქციაზე გადასასვლელად მომზადება. ზოგადად, მისი დაბალი დანახარჯების გამო ბიტკოინი უფრო მიმზიდველია როგრც სავაჭო მხარის, ასევე მომხმარებელთათვის.
ახლა, ის ამბობს, რომ ბიტკოინის გამოყენება სპეკულაციური ინვესტიციაა, თუმცა რამდენიმე კომპანია უფრო მეტ ყურადღებას საგადასახადო კუთხით ამახვილებს.
წყარო : http://www.newsbtc.com/2015/05/29/bitcoin-to-crush-western-union-moneygram/