ეთერიუმი – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა

Home » არაკატეგორიზირებული » ეთერიუმი – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა
06/02/2018
ეთერიუმი – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტა

ეთერიუმის შექმნას სათავე ვიტალიკ ბუტერინმა დაუდო და 2014 წელს წარუდგინა კიდეც სამყაროს. მისი თქმით ეთერიუმი არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც დამყარებულია ბლოქჩეინ სისტემაზე და მისი საშუალებით შესაძლებელია ჭკვიანი კონტრაქტების შექმნა.
გამოშვებისთანავე ეთერიუმი დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. კრიპტომოვაჭრეები მას ყველაზე მეტად ბითქოინს ადარებენ, რეალურად კი რამდენადაც ეს ორი კრიპტოვალუტა ერთმანეთს გავს იმდენად განსხვავდება კიდეც, გამომდინარე იქიდან რომ ეთერიუმი რეალურ ცხოვრებაში უამრავი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებაა.
ვიტალიკი ეთერიუმის დაფუძნებამდე ერთ-ერთი ონლიან საგანმანათლებლო ჟურნალის შემქნელი იყო, რომელიც ბლოქჩეინზე, ბითქოინზე და კრიპტოგრაფიაზე აქვეყნებდა ნაშრომებს და სტატიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ის სწავლობდა კომპიუტერულ ინჟინერიას და ამასთანავე ძირეულად სწავლობდა “ბითქოინის ბლოქჩეინს” შესაძლებლობებს, მან დაინახა პოტენციალი თუ როგორ შეიძლებოდა ამ სისტემის უფრო მეტად დატვირთვა და სხვა ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
მარტივად რომ აღვიქვათ და გავარჩიოთ ბითქოინისა და ეთერიუმი შესაძლებლობები, მოდით შევადაროთ ინტერნეტს: როდესაც ეს უკანსაკნელი შეიქმნა, პირველი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო იმეილი, რომელმაც რევოლუცია გამოიწვია, ინტერნეტ მომხმარებლებს შორის, სწორედ მისი ისტორია ჰგავს ბითქოინს, რადგან იგი არის ბლოქჩეინის ერთ-ერთი აპლიკაციათაგანი, ხოლო ეთერიუმი დღევანდელი “ინტერნეტია” რომელიც იძლევა უამრავ შესაძლებლობებს.
რატომ უნდა ვისარგებლოთ ეთერიუმით?
ეთერიუმი ბითქოინის შემდეგ ყველაზე პოპულარული ვალუტაა, ამას მოწმობს ისიც რომ კაპიტალიზაციით მეორე ადგილზეა. თითქმის ყველა პლატფორმა ვაჭრობს ამ კრიპტოვალუტით, შედეგად კი ადვილია ნაკლებად ცნობილი ქოინების მასზე გადაცვლა შემდგომი განაღდების მიზნით. ეთერიუმის გამოყენებით შესაძლებელია გლობალურ კომპიუტერულ ქსელში ჩართვა, რაც ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით ხორციელდება. ის არის კოდი, რომელიც განთავსებულია ეთერიუმის ბლოქჩეინში. ჭკვიანი კონტრაქტები უახლესი ტექნოლოგიაა და გააჩნია პოტენციური აპლიკაციების ფართო სპექტრი სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: გლობალური მომარაგება, ფინანსური სისტემა და სამედიცინო სფერო. პოტენციურად კი შესაძლებელია კიდევ მრავალი სფეროს ათვისება რაც, ჯერ-ჯერობით სრულად აღმოჩენილი არ არის.
არის თუ არა მიბმული დოლარზე?
ეთერიუმის ღირებულება არ არის მიბმული არც ერთი ვალუტის ღირებულებაზე. ის განისაზღვრება ღია ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის მოცულობით. ფასი იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანს სურს მოცემულ მომენტში ამ კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა.
ეთერიუმსა და ბითქოინს ახასიათებს რამდენიმე საერთო თვისება, თუმცა აქვთ განსხვავებული მიზნები. მაშინ როდესაც, ბითქოინი ცალსახად ციფრული ვალუტაა და ფორმირებულია როგორც გადახდის მეთოდი. ეთერიუმის პირველადი მიზანი არ იყო თავი დაემკვიდრებინა ფულის ერთ-ერთ ფორმად, არამედ ოპერირებდეს როგორც ჭკვიანი კონტრაქტების პლატფორმა. მისი მიზანია თავისი ბლოქჩეინი გამოიყენოს ყველა მესამე რგოლის ჩაასანაცვლებლად თუნდაც ეს იყოს ყველაზე კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტები.
ეთერიუმი ზრდის ტედენციით ხასიათდება, მისი ფასი 2017 წლის დასაწყისში შეადგენდა 8,17 $-ს, მიმდინარე ფასი კი არის $846.20. ბაზრის კაპიტალიზაცია: $82,436,993,247-ს შეადგენს.
არსებობს ეთერიუმის შოვნის ორი გზა: მაინინგი და ყიდვა. მაინინგი არის კომპიუტერული სიძლიერის ხარჯზე მათემატიკური გამოთვლების საფუძველზე კრიპტოვალუტების მოპოვება. რაც ეთერიუმის შემთხვევაში საკმაოდ მარტივად ხდება სახლის პირობებში ვიდეობარათის საშუალებით.
eMoney Georgia არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ეთერიუმის სერვისებს სთავაზობს. ის ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და 500-ზე მეტი ფინანსური მომსახურების პროვაიდერია. ეს კომპანია დაკომპლექტებულია კომპეტენტური კადრებით, რითიც მომხმარებლის ნდობას იმსახურებს. #თქვენიელექტრონულისაფულე გაძლევთ საშუალებას უსაფრთხოდ შეიძინოთ, გაყიდოთ, გააგზავნოთ ან მიიღოთ ბითქოინი (Bitcoin), ლაითქოინი (Litecoin), რიპლი (Ripple), ბითქოინ ქეში (Bitcoin Cash) და დეში (Dash).

© 2018 MyCoins.ge all rights reserved