ექსპერტები კარდანოს ფასზე განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ

Home » არაკატეგორიზირებული » ექსპერტები კარდანოს ფასზე განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ
19/07/2022
ექსპერტები კარდანოს ფასზე განსხვავებულ პროგნოზებს აკეთებენ

მიმდინარე დაღმავალი (დათვური) ბაზრის მიუხედავად, კრიპტო ბაზრის ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კარდანოს ADA-ს ფასი გაიზრდება. მათი საშუალო პროგნოზის შესაბამისად, წლის ბოლოს კარდანოს ფასი 0.63 დოლარს, 2025 წლისთვის 2.93 დოლარს მიაღწევს, ათწლეულის ბოლოსთვის კი 6.53 დოლარამდე აიწევს.

კრიპტო ბაზარზე მომუშავე ანალიტიკურ კომპანია „ფინდერის“ მიერ, უფრო ადრე ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ წლის ბოლოსთვის კარდანოს ფასი 2.79 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა ახალი პროგნოზი, ამ დონის მიღწევას უკვე 2025 წლისთვის ვარაუდობს.

უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ამ წლის იანვარში, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის კარდანოს ფასი 58.04 დოლარამდე გაიზრდებოდა. მაგრამ ახლა მათი პროგნოზი გაცილებით მოკრძალებულია.

ფინტექის ცენტრის თანადამაარსებელი და თანადირექტორი, აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ივა სალამი ვარაუდობს, რომ ამ წლის ბოლოს კარდანოს ფასი 0.60 დოლარის ფარგლებში იქნება. გრძელვადიან პერიოდში კი ADA-ს ფასი გაიზრდება. ოღონდ, ის კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებს. მისი აზრით, კარდანოს ფასის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, განვითარებად ქვეყნებში ამ კრიპტო ვალუტის გავრცელება იქნება.

მეორე მხრივ, არიან პესიმისტებიც. მაგალითად, ვებგვერდ პერმიშენ.იო-ს აღმასრულებელი თავმჯდომარე ჩარლზ სილვერი. ის კარდანოს ბლოკჩეინის განვითარებას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ADA-ს ფასი 0.20 დოლარამდე დაეცემა.

კოინმარკეტკაპის მონაცემებით, ამჟამად კარდანოს ADA-ს ფასი 0.49 დოლარია. ბოლო 24 საათში ამ ვალუტის ფასი 8.67 პროცენტით, ბოლო ერთ კვირაში კი 8.69 პროცენტით არის გაზრდილი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved