ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე)

Home » არაკატეგორიზირებული » ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე)
08/06/2015
ვირტუალური/კრიპტოგრაფიული ვალუტა და მისი თავისებურებები ვირტუალური ვალუტების რეგულირება (bitcoin-ის მაგალითზე)

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ვირტუალური ვალუტის თავისებურებების შესახებ:
შესავალი
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან და 90–იანი წლებიდან ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად ჩნდე­ ბა ციფრული ვალუტები, რომელთა მეშვეობითაც ვირტუალურ საზოგადოებაში საქონლისა და მო­ მსახურების გაცვლაა შესაძლებელი. უკვე 2000 წლიდან ევროკავშირი იწ­ ყებს „ელექტრონული ფულის ინსტიტუტების ბიზ­ ნესის“ ზედამხედველობას, თუმცა, ახალი ტიპის ვირტუალური ვალუტის ე.წ კრიპტოგრაფიული ვა­ ლუტის (როგორიცაა, bitcoin) გაჩენამ 2009 წელს და მისი პოპულარობის ზრდამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ცენტრალური ბანკები. ინტენსიური კვლევის საგანი გახდა კრიპტოგრაფიული ვალუტების დეცენტრალიზებული სტრუქტურა და გადახდების გა­ ნხორციელებისა და შენახვის თავისებურებები. სტატიაში ვალუტების/ფულის კლასიფიკაციისა და ვიტრუალური ვალუტების ტიპების აღწერის შე­ მდეგ, bitcoin–ის მაგალითზე, განხილულია კრიპტო­ გრაფიული ვალუტის შექმნისა და ფუნქციონირების სქემა. ყურადღება გამახვილებულია მის ძირითად სისუსტეებზე, აგრეთვე ასახულია გამოწვევები ზედამ­ ხედველობისათვის.
ციფრული და ვირტუალური ვალუტების კლასიფიკაცია
ციფრული ვალუტები ფულის განვითარების ხანგ­ რძლივი ისტორიის თანამდროვე ეტაპია. ფულის/ ვალუტის კლასიფიკაციისთვის ორი ფაქტორია მნი­ შვნელოვანი: იურიდიული სტატუსი და ფულის ფორ­მატი (იხ. ცხრილი 1). ფორმატის მიხედვით ფული შეიძლება დაიყოს ფიზიკური და ციფრული ფორმის ფულად. ფიზიკური ფორმის მქონე ვალუტები ტრადიციულად ორ ტიპად იყოფა: რეგულირებადი ვალუტები, როგორებიცაა ცენტრალური ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტე­ბი და მონეტები, და არარეგულირებადი ე.წ ლოკა­ლური/კერძო ფული.

ანალოგიურად ციფრული ფორმატის ვალუტე­ბში შეიძლება გამოიყოს რეგულირებადი ციფრუ­ლი ვალუტები, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია კომერციული ბანკის ფული. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ელექტრონული ფულიც , რომელიც
ა) წარმოადგენს მოთხოვნას მისი გამომშვების მი­მართ3 ;
ბ) შენახულია ელექტრონულად;
გ) გამოშვებული მონეტარული სიდიდე ექვივალე­ნტურია მიღებული ფულადი საშუალებების ოდე­ნობისა ;
დ) აღიარებულია გადახდის საშუალებად გამომ­ შვების გარდა სხვა პირების მიერ.
ამგვარად, ევროპის ცენტრალური ბანკის კლა­სიფიკაციის შესაბამისად, „ვირტუალური ვალუტა არის არარეგულირებადი ციფრული ფულის ტიპი, რომლის გამოშვება და ჩვეულებრივ კონტროლიც ხორციელდება მათი შემქმნელების მიერ და გამო­ იყენება სპეციფიკური ვირტუალური საზოგადოების წევრების მიერ“. ვირტუალური ვალუტები ფორმითა და გამო­ყენების სფეროთი ძალიან გავს ელექტრონულ ფულს; ამდენად, მნიშვნელოვანია მათი ცალსახა გამიჯვნა. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ელექტრონული ფული არის მოთხოვნა მისი გამომშვების მიმართ და მისი გა­მოშვება ხდება მიღებული ფულადი საშუალებების სანაცვლოდ. განსხვავება ელექტრონულ ფულსა და ვირტუალურ ვალუტას შორის ჩამოყალიბებულია ცხრილ 2-ში.

ვირტუალური ვალუტების ზემოთ ცხრილში მო­ყვანილი განსაზღვრება საკმაოდ ზოგადია. უფრო მკაფიო კლასიფიკაციისათვის ევროპის ცენტრალური ბანკი იყენებს ორ ძირითად კრიტერიუმს:
ა) რეგულირებადი ვალუტით ვირტუალური ვალუ­ ტის შეძენის შესაძლებლობა.
ბ) ვირტუალური ვალუტით რეალური საქონლისა და მომსახურების შეძენის შესაძლებლობა. აღნიშნული კლასიფიკაციიდან გამომდინარე გამოიყოფა ვირტუალური ვალუტის სამი ძირითადი სქემა (იხ. ცხრილი 3.);
1. დახურული ვირტუალური ვალუტის სქემა: ვირ­ტუალურ ვალუტას არ აქვს კავშირი რეალურ ეკონომიკასთან. ასეთი ვალუტები ძირითადად თამაშებისათვის გამოიყენება. მაგალითად: მო­ნაწილეობის საფასურის ან მონაწილის ონლაინ ქმედებების სანაცვლოდ მომხმარებელი იღებს ვირტუალურ ვალუტას, რომლის გამოყენება შეუძლია თამაშშივე (ან იგივე ვირტუალურ საზოგადოებაში ვირტუალური საქონლისა და მომსახურების შესაძენად. ასეთი ვირტუალური ვალუტის გამოყენება შეუძლებელია ამ ვირტუ­ალური საზოგადოების გარეთ . ასეთი ვალუტის კარგი მაგალითია ცნობილი ონლაინ თამაში „World of Warkraft“ (WoW).
2. ცალმხრივი ვირტუალური ვალუტის სქემა: ვირტუალური ვალუტა შესაძლებელია შეი­ძინო რეალური ვალუტის სანაცვლოდ; თუმცა, უკუგადაცვლა არ არის ნებადართული. გადაცვ­ლის პირობები და კურსი განისაზღვრება ვა­ლუტის შემქმნელის მიერ. ამ ტიპის ვალუტებით ჩვეულებრივ შესაძლებელია ვირტუალური სა­ქონლისა და მომსახურების შეძენა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია რეალურ საქონლისა და მომსახურების შეძენაც. მაგა­ლითად, 2009 წელს დანერგილი ფეისბუქ– კრედიტი (Facebook Credit), რომლის შეძენა შესაძლებელი იყო საკრედიტო ბარათით, „პე­იპალით“ (Paypal), ან გადახდის რიგი სხვა საშუალებებით. აგრეთვე არსებობდა მათი გარ­კვეული მოქმედებებით გამომუშავების საშუა­ლება. ფეისბუქ–კრედიტებით შესაძლებელი იყო ფეისბუქზევე ვირტუალური პროდუქტების ყიდვა/ გაყიდვა; თუმცა, უკუგადაცვლა რეგულირე­ბად ვალუტაზე არ იყო შესაძლებელი
3. ორმხრივი ვირტუალური ვალუტის სქემა: ვირ­ტუალური ვალუტის ყიდვა და გაყიდვა შესაძ­ლებელია რეალური ვალუტის სანაცვლოდ, ასევე (როგორც წესი) შეზღუდვის გარეშე შე­ საძლებელია რეალური საქონლისა და მომსა­ ხურების შეძენა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ციფრული ვა­ლუტების კლასიფიკაციისთვის იყენებენ ასევე უშუალოდ გადახდის პროცესში ჩართული სან­­დოდ მიჩნეული მესამე მხარის არსებობა/არა­ რსებობას (ონლაინ და ოფლაინ სისტემები), ან ვირტუალური ვალუტის სისტემის ცენტრალიზაციას (ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტე­ მები).
ა) ონლაინ და ოფლაინ სისტემები ონლაინ სისტემის შემთხვევაში ციფრული ვა­ლუტით გადახდის დროს ტრანზაქციის განხორ­ციელებისათვის აუცილებელია მესამე, სანდო მხარის მონაწილეობა, რათა შემოწმდეს გადახდილი ციფრული ვალუტის ლეგიტიმურობა და თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იმავე ვალუტით ორმაგი გადახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სქემით მუშაობს ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ტრადიციული პლასტიკური ბარათების სისტემები, ასევე ელექტრონული ფული. ოფლაინ სისტემე­ბის შემთხვევაში კი გადახდის მომენტში მიმღები მხოლოდ ნაწილობრივ ამოწმებს გადახდის ლეგიტიმურობას, ხოლო საბოლოო შემოწმება ხორ­ციელდება ტრანზაქციის განხორიცელების შემდეგ მიმღებისა და ციფრული ვალუტის გამომშვებს შორის მონაცემების გაცვლის შემდეგ. ასეთი სისტემები არის მაგალითად ციფრული ნაღდი ფულის ოფლაინ სისტემები (electronic cash, E-Cash).
ბ) ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემები ზოგადად ფულის ციფრულად შენახვისა და ელექტრონული საგადახდო სისტემების დაარსე­ ბისთანავე გაჩნდა მათი არსებობის უზრუნველყო­ფისთვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების შესრულების აუცილებლობა, კერძოდ:
1. ორმაგი გადახდის თავიდან აცილება (double spending perceptibility);
2. გაყალბების შეუძლებლობა; განსაკუთრებით ციფრული ვალუტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მისი ემისია ხდებოდეს მხოლოდ ავტორიზებული პირის/პირების მიერ ან წინასწარ დადგენილი, საჯარო ალგორითმით;
3. განხორციელებული ტრანზაქციების შენახვა (data attachability);
4. დანაწევრების შესაძლებლობა (Divisibility);
5. ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა (Transferability);
6. ანინიმურობა და არალეგალური ოპერაციების შემთხვევაში ანონიმურობის გახსნის (Anonymity revocation) შესაძლებლობა.
ციფრული ვალუტის განვითარების საწყის ეტაპზე ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ხორციელდებოდა შესაბამისი სისტემების ცენტრალიზაციის ხარჯზე. კერძოდ, ცენტრალიზებული სისტემის დროს ვა­ლუტის გამოშვება ხორციელდება სანდო მესამე მხარის მიერ, რომელიც მის მიერ დანერგილი აღ­რიცხვისა და უსაფრთხოების სისტემების საშუა­ლებით უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი მო­თხოვნების შესრულებას. მიმდინარე ეტაპზე ყველა რეგულირებად ციფრული ფორმატის ვალუტას (ფული ანგარიშებზე კომერციულ ბანკში და ელექტრონული ფული) ცენტრალიზებული სტრუქტურა აქვს, ისევე როგორც არარეგულირებადი ციფრული ვალუტების ნაწილს: მაგალითად, Linden Dollars თამაშში Second Life , რომლის ემისიასაც ახორციელებს თამაშის ორგანიზატორი. დეცენტრალიზებული სისტემის შემთხვევაში კი ციფრული ვალუტა იქმნება წინასწარ განსაზღვრული ალგორითმით და არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელსაც შეუძლია გავ­ლენა მოახდინოს ფულის ემისიაზე . ასეთ ვალუტას წარმოადგენს ბიტკოინი (bitcoin) და მისი მსგავსი ვირტუალური ვალუტები. დეცენტრალიზებული სის­ტემების გაჩენასთან ერთად ჩნდება ტერმინი კრი­პტოგრაფიული ვალუტები, რომლებიც იყენებენ კრიპტოგრაფიულ მეთოდებს ტრანზაქციების გან­ ხორცილების, მათი უცვლელობის დაცვის, ორმაგი გადახდის თავიდან აცილებისა და ახალი ფულის შექმნის კონტროლისათვის.
ბიტკოინის ფუნქციონირების სქემა
კრიპტოგრაფიული ვალუტებიდან მიმდინარე ეტაპზე ყველაზე წარმატებული და გავრცელებულია ბიტკოინი. მისი აღწერა პირველად გამოქვეყნდა სატოში ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto9 ) მიერ 2008 წელს, ხოლო 2009 წლიდან გამოჩნდა ბიტკოინის გამოყენებისათვის საჭირო ღია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც სა­ფუძველი დაუდო ბიტკოინის ქსელის შექმნას. ტექნიკურად ბიტკოინი ეფუძნება ე.წ. ერთ­ რანგიან, პირინგულ (Peer-to-Peer, P2P) ქსელს და შესაბამისად მას არ გააჩნია ცენტრალური ადმი­ ნისტრატორი. შეტყობინებების გადაცემა ხდება მონაწილიდან მონაწილეზე, თან შეტყობინების მიმღები თვითონ ხდება ამავე შეტყობინების გა­დამცემი ქსელის სხვა მონაწილისათვის. გარდა ამისა, გადახდები ქსელის მონაწილეებს შორის დენომინირებულია არა რომელიმე რეალურ ვა­ლუტაში, არამედ თვით ბიტკოინებში, ამასთან ბიტკო­ ინის ღირებულება არ არის მიბმული რომელიმე რეალურ აქტივთან ან ოფიციალურ ვალუტასთან, არამედ მისი ღირებულება სხვა ვალუტებთან მიმართ განისაზღვრება ღია ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების საფუძველზე. ზემოქმულიდან გამომ­დინარე, ბიტკოინი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ვირტუალურ ვალუტას ოფლაინ სისტემით . ბიტკოინის ქსელის დეცენტრალიზაცია აქტუა­ლურს ხდის ციფრული ვალუტის ფუნქციონირე­ ბისათვის აუცილებელი ზემოჩამოთვლილი მოთხო­ვნების შესრულებას, რომელთა შორის პირველი რიგის მნიშვნელობა აქვს ორმაგი გადახდის თავიდან აცილების მოთხოვნა. ცენტრალიზებულ სისტემაში A და B პირებს შო­ რის ონლაინ ტრანზაქციაში ჩართულია მესამე სან­დო პირი, რომელიც უზრუნველყოფს გადამხდელის მიერ ერთი და იმავე ციფრული ღირებულების ორჯერ გამოყენების თავიდან აცილებას. ხოლო თუ ასეთი მესამე მხარე არ იარსებებს, ხოლო ციფრული ფული შენახული იქნება მომხმარებლების კომპიუტერებში, მაშინ, მათი მარტივი ასლის აღებით გადამხდელს შეეძლება ერთი და იმავე ციფრული ფულით ორჯერ გადახდის განხორციელება. დეცენტრალიზებული სისტემისთვის სხვა გამოწვევას წარმოადგენს უკვე განხორციელებული ტრანზაქციების დეცენტრალიზე­ ბული შენახვა მომხმარებელთა ანგარიშების ბალან­სების განსაზღვრისათვის. ბიტკოინის რევოლუციური სიახლე არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ორმაგი გადახდის თა­ვიდან აცილებას სანდო მესამე მხარის გარეშე როგორც უშუალოდ ტრანზაქციის დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგაც.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved