პიცა 5 მილიონ დოლარად

Home » არაკატეგორიზირებული » პიცა 5 მილიონ დოლარად
10/03/2017
პიცა 5 მილიონ დოლარად

როგორ შეუძლია პიცას  გაგხადოთ მილიონერი?
პირველი საერთაშორისო ბიტკოინის ტრანზაქცია, 2010 წლის 18 მაისს განხორციელდა ფლორიდაში. Laszlo Hanyecz-მა Papa John-ის პიცის მიტანის სანაცვლოდ, 10 000 ბიტკოინი ( დაახლოებით 30$) გადაიხადა.
Laszlo Hanyecz გახლავთ პროგრამისტი, რომელმაც ფორუმზე განაცხადა რომ 10 000 ბიტკოინს გადაცვლიდა 2 პიცაში. დღეს ეს პიცა ყველაზე ძვირია ისტორიაში ეს იყო კარგი პიცაამბობს Laszlo Hanyecz, ABC  News-თან ინტერვიუში. 22 მაისი კი გახლავთ ბიტკოინ პიცის დღე.
დღეს კრიპტო ვალუტის ფასი ბევრად დიდია, ხოლო ზევით ნახსენები პიცა 5 მილიონი დოლარი ეღირებოდა.
მანამდე სანამ ეს მოხდებოდა, კონკრეტულად კი 2008 წლის 18 აგვისტოს ბიტკოინის დომეინი ანონიმურად დარეგისტრირდა metzdowd.com-ზე. ბიტკოინი უცნობმა პროგრამისტმა ან პროგრამისტთა ჯგუფმა შექმნა, Satoshi Nakamoto- სახელით. ბევრი ვარაუდი გამოითქვა და ბევრი ვერსიაც იყო, იმის შესახებ თუ ვინ იყო Nakamoto, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის დადასტურებული და ამ ინდუსტრიის შემქმნელი დღემდე უცნობია ჩვენთვის.
2009 წლის იანვარში ბიტკიონმა პირველი ვერსია გამოსცა, მაშინვე  გვაუწყეს რომ 2040 წლამდე 21 მილიონი ბიტკოინი იქნებოდა ჩაშვებული სავაჭროდ და ამით შეწყდებოდა ბიტკოინის გამოშვება. მაშინ განხორციელდა ტრანზაქცია Satoshi-სა და Hal Finney- შორის, დეველოპერსა და პიქტოგრაფს შორის, მაშინდელი კურსით US$1 = 1,309.03 BTC.  2011 წლის დასაწყისში 25% ბიტკოინების უკვე გამოშვებული იყო და მისი ფასი 1$- აღწევდა.
ხოლო 2013 წელს მას შემდეგ რაც The Financial Crimes Enforcement Network (FinCEN)-მა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ბიტკოინთან მიმართებაში, ფასმა დაიწყო ზრდა და აცდა 100$-ის ნიშნულს.
სწორედ ამ პერიოდში, ბიტკოინმა წარადგინა პირველი ბანკომატი, რომლითაც შესაძლებელია თანხის განაღდება, ხოლო მოგვიანებით PrimeDice.com-მა გამოაცხადა ონლაინ კაზინო, სადაც ხდებოდა ბიტკოინით ანგარიშსწორება. ამას დაემატა ძმები Winkelvoss-ების ინტერესი და გერმანიის მთავრობის მიერ ბიტკოინის აღიარება, როგორც ანგარიშსწორების საშუალება.  ყველა ამ ფაქტორმა დადებითი გავლენა მოახდინა ბიტკოინის ფასზე და იგი 1,000$- მიუახლოვდა.
შემდეგი წლები ბიტკოინისათვის არ გამოდგა ისეთივე წარმატებული როგორიც 2013 წელი იყო. ჰაკერულ თავდასხმებს დაემატა ჩინეთში შეზღუდვები და შემდგომ Chinese Exchanges’ Bankის ანგარიშის დახურვა, რამაც ფასის კლება გამოიწვია.
1,000$ ნიშნულამდე დაბრუნებისთვის Nakamoto-ს ბიტკოინს თითქმის 4 წელი დასჭირდა.საკუთარი სტატუსის გასამყარებლად ბიტკოინმა დაიწყო თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: Dell, Microsoft, steam, WordPress.com, Overstock.com, Subway,  Wikipedia  და მოიპოვა სახელმწიფოების ნდობა. დღეს მას ვირტუალურ ოქროს უწოდებენ, ხოლო ფასი დღემდე განაგრძობს ზრდას.

© 2018 MyCoins.ge all rights reserved