ბილ გეითსი: ბიტკოინი იმით არის საინტერესო, რომ ის აჩვენებს, თუ რამდენად იაფი შეიძლება იყოს თანხის გაგზავნა

Home » არაკატეგორიზირებული » ბილ გეითსი: ბიტკოინი იმით არის საინტერესო, რომ ის აჩვენებს, თუ რამდენად იაფი შეიძლება იყოს თანხის გაგზავნა
29/10/2015
ბილ გეითსი: ბიტკოინი იმით არის საინტერესო, რომ ის აჩვენებს, თუ რამდენად იაფი შეიძლება იყოს თანხის გაგზავნა

ოდესმე იფიქრებდით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბიტკოინზე დაიწყებდა ფიქრს? ისე ამის შესახებ თქვენ უკვე გსმენიათ ბიზნეს მაგნატისგან – Warren Buffett, Berkshire Hathaway-დან. (მინიშნება: თუკი არ გეცნობათ, შეგახსენებთ, რომ მან ადრე განაცხადა, რომ ბიტკოინი არ არის ვალუტა და ინვესტორებს მისგან თავის შორს დაჭერა ურჩია).
ბილ გეითსი, რომლის ქონებაც, Forbes-ის თანახმად, 80 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, კვლავ გვესაუბრა ციფრული ვალუტის თემაზე. მისი განცხადებით, ბიტკოინი იმით არის საინტერესო, რომ ის აჩვენებს, თუ რამდენად იაფი შეიძლება იყოს ფულის გაგზავნა.
ქვემოთ მოყვანილია ციტატა იმის შესახებ, თუ რა უთხრა მან Bloomberg-ის ჟურნალისტ- Erik Schatzker-ს Street Smart-ის პროგრამაში.
 ”ბიტკოინი იმით არის საინტერესო, რომ ის ასახავს, საკუთარ სიიაფეს. ბიტკოინი უკეთესია ვიდრე ვალუტა, რადგან თქვენ არ გჭირდებათ ფიზიკურად სწორედ იმ ადგილას ყოფნა, გარდა ამისა, დიდი ოპერაციებისთვის, ჩვეულებრივი ვალუტა საკმაოდ მოუხერხებელია.”
ის მართალია. თანხის გაგზავნა ტრადიციული გზით შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ დიდ თანხებთან გაქვთ საქმე. თუმცა ეს ყველაფერი გეითსისთვის უფრო ტექნოლოგიური სიახლეა.
ის დასძენს:
‘’ბიტკოინ ტექნოლოგია არის გასაღები, ამოსავალი წერტილი, რომელზეც შეგიძლიათ მსგავსი ტექნოლოგიის დაშენება’’
იხილეთ ვიდეო:

უწინ, გეითსმა ბიტკოინებს ტექნოლოგიურად “tour de force” უწოდა და განაცხადა, რომ ციფრული ფული უახლოეს 5 წელიწადში შეიძლება ზოგიერთ ღარიბ ადამიანებს დაეხმაროს.
წყარო : http://www.newsbtc.com/2014/10/02/bill-gates-bitcoin-exciting-shows-cheap-sending-money-can/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved