ბიტკოინები – თანხის გაგზავნის ყველაზე სწრაფი, მარტივი და იაფი საშუალება

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინები – თანხის გაგზავნის ყველაზე სწრაფი, მარტივი და იაფი საშუალება
16/07/2015
ბიტკოინები – თანხის გაგზავნის ყველაზე სწრაფი, მარტივი და იაფი საშუალება

eMoney გთავაზობთ საბერძნეთიდან თანხის გამოგზავნის ყველაზე სწრაფ, მარტივ და იაფ შესაძლებლობას:
მიიღეთ ფულადი გზავნილი ბიტკოინებით eMoney ელექტრონული საფულის საშუალებით მომენტალურად, ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!
იმისათვის, რომ შეძლოთ ბიტკოინების სერვისით სარგებლობა საქართველოში, აუცილებელია:

  • გახსნათ eMoney საფულე. თქვენ ავტომატურად მოგენიჭებათ ბიტკოინის მისამართი, რომლის ნახვა შესაძლებელია www.eMoney.ge-ზე.
  • გაუგზავნეთ თქვენი ბიტკოინის მისამართი საბერძნეთში მცხოვრებ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს.
  • თანხის გამომგზავნი საბერძნეთში უნდა მივიდეს ბიტკოინის გადამცვლელ ოპერატორთან, წარუდგინოს თქვენი ბიტკოინის მისამართი და გადასცეს თანხა, რომლის გამოგზავნაც სურს.
  • ოპერატორი მომენტალურად დასვავს თანხას თქვენს ბიტკოინის მისამართზე, რომელიც რამდენიმე წამში აისახება თქვენი eMoney საფულის ბალანსზე.
  • თქვენ მომენტალურად შეძლებთ დააკონვერტიროთ მიღებული ბიტკოინები ლარებში და გადარიცხოთ საბანკო ანგარიშებზე, გადაიხადოთ 500-მდე სერვისის საფასური ელექტრონულად ან გაანაღდოთ ბანკომატებიდან ელექტრონული (eID) პირადობის მოწმობით.

დეტალური იბფორმაციისთვის იხილეთ იფოგრაფიკი:

© 2020 MyCoins.ge all rights reserved