ბიტკოინის ბანკომატები საბერძნეთში და 20-ზე მეტი ტრანზაქცია პირველივე დღეს

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინის ბანკომატები საბერძნეთში და 20-ზე მეტი ტრანზაქცია პირველივე დღეს
14/07/2015
ბიტკოინის ბანკომატები საბერძნეთში და 20-ზე მეტი ტრანზაქცია პირველივე დღეს

11 ივლისს, კრიპტოვალუტის პროვაიდერმა ესპანურმა კომპანიამ, Bitchain-მა განაცხადა, რომ დაიწყო პირველი ორმხრივი ბიტკოინის ბანკომატების დადგმა საბერძნეთში, ათენის ცენტრში. Bitchain-ის წარმომადგენელმა – Adrian Verde-მ განაცხადა, რომ შემდეგ დილითვე განხორციელდა დაახლოებით 25 ტრანზაქცია და მომხმარებლებმა შეიძინეს 2,000 ევროზე მეტი ღირებულების ბიტკოინები. Mashable.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ბიტკოინის ბანკომატს აქვს შეზღუდული განაღდების ლიმიტი (კერძოდ, 1,000 ევრო) და რაც მთავარია, თანხის განაღდება ხდება ყოველგვარი საკომისოს გარეშე. სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ.
დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცანით BBC-ს ვიდეო სიუჟეტს:

გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეოს, თუ როგორ ახდენს გავლენას საბერძნეთის კრიზისი ბიტკოინებზე:

© 2020 MyCoins.ge all rights reserved