ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია 1244$ გახდა და ამ წუთებშიც განაგრძობს ზრდას. ექსპერტების პროგნოზით ეს ზრდა მარტშიც შენარჩუნდება და ფასი 1645$-ს მიაღწევს.
ეს კი დამოკიდებულია იმაზე Winklevoss ETF-სთვის აინთება თუ არა მწვანე შუქი, ამერიკის მარეგულირებლის Exchange-Traded Fund-ის მიერ. შესაძლოა ეს სწორედ მაშინ მოხდეს, როდესაც ჩინეთის ორი უდიდესი კომპანია Huobi და OKCoin აღადგენენ საქმიანობას, რაც თავისთავად აორმაგებს მოლოდინებს. შეგახსენებთ, რომ ამ ორ კომპანიას ბიტკოინის ბაზრის 20% უკავიათ.
ძმები Winklevoss-ები თითქმის ოთხი წელია ელიან ვერდიქტს Exchange-Traded Fund (ETF) საქმესთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო პასუხი 11 მარტს გამოქვეყნდება. ეს პროექტი საშუალებას მისცემს კომპანიებს იყიდონ და ფლობდნენ ბიტკოინებს ინვესტიციის სახით, როგორც აქციების შემთხვევაში ხდება.
გასული თვის დასაწყისში ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებდა ექსპერტი Spencer Bogart, რომელიც Research at Blockchain Capital-ის პრეზიდენტია. მისი პროგნოზით, SEC დადებითი პასუხის გამოაქვეყნების შანსი დაბალი იყო . ინტერვიუში იგი აცხადებს:“ თუ SEC დაამტკიცებს ETF-ს და უკანასკნელი მიაღწევს წარმატებას ბაზარზე ამის გამო SEC ვერ მიიღებს სარგებელს, ხოლო თუ მოხდებოდა პირიქით და ETF ბაზარზე ჩავარდება, SEC-ს დაეკისრება პასუხისმგებლობა.“
ეს ეჭვები უპასუხოდ არც ძმებმა Winklevoss-ებმა დატოვეს და 14 თებერვალს მრგვალ მაგიდასთან შეკრიბეს ყველა გავლენიანი ორგანიზაცია მათ შორიის SEC , რათა განეხილათ ETF-ის მომავალი, ხოლო მემორანდუმის გაფორმებით გაფანტეს ეჭვები, რაც ბოიტკოინის ფასებზეც აისახა.
ბიტკოინის ტექნიკური ანალიტიკოსი Jonathan Millet კი ვარაუდობს, რომ 2017 წელი ბიტკოინისთვის აღმავლობის წელი იქნება და ამბობს :“ 2017 წელს ბიტკოინი განაგრძობს ზრდას, და წლის ბოლოსთვის $2000-$3000 მიაღწევს”.
© Cointelegraph.com