ბიტკოინის ფასის ანალიზი და პროგნოზები

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინის ფასის ანალიზი და პროგნოზები
07/09/2016
ბიტკოინის ფასის ანალიზი და პროგნოზები

ბიტკოინის ფასი უახლოვდება საყურადღებო ნიშნულს, საიდანაც გრძელვადიანი ზრდა შეიძლება გაგრძელდეს. 
რა არის ბაზრის დამოკიდებულება ამ დროისთვის? არის თუ არა ბიტკოინი იაფი, გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით? 
ჩინეთის G20 სამიტამდე ბიტკოინის ფასი გაიზარდა დაახლოებით 10%-ით. ექსპერტებმა შენიშნეს, რომ იენის ფასი ვერ გადაურჩებოდა 2016 წლის დევალვაციის ახალ ტალღას. ეს ცვლილება ინვესტორებს უბიძგებს დივერსიფიკაციისთვის გამოიყენონ ახალი  ინსტრუმენტები.
ასევე, ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის მოვაჭრე კომპანია – BitKan – ცდილობს ამერიკის ბაზარზე შეღწევას სექტემბრის თვეში. BitKan 2016 წლის აპრილის თვემდე $1,5  მილიონი დოლარის ინვესტიციას მართავს. კომპანიამ უკვე მილიონობით ახალი კლიენტი შეიძინა, რამაც შეიძლება გაზარდოს ვაჭრობის მოცულობა.
თუ დავაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, ნათლად დავინახავთ, რომ მათი მოლოდინი ფასის ზრდისკენ არის მიმართული. ამჟამად 40%-ით მეტი მყიდველია ვიდრე გამყიდველი, ამიტომაც სიტუაცია მეტნაკლებად დადებითია.
რაც შეეხება დაღმავალ მიმართულებას, მოძრაობა ჯერ-ჯერობით შეზღუდულია. ფასის ქვემოთ სვლა შეჩერდა 500$-ის ფარგლებში. ეს დონე უმეტესად გრძელვადიანი ზრდის პიკია, რაც დაიწყო $200-დან. საკვანძო წერტილი $520 დოლარამდე აკუმულირდება. თუ თრეიდერები შეინარჩუნებენ ამ ფასს, ამ ღირებულებით გაყიდვით ალბათობა იმისა, რომ ფასი დავარდეს $450-ზე – გაიზრდება.
2 (1)
ასე რომ, რათა კონსერვატიული ყიდვა/გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღოთ, ჩვენ უნდა დაველოდოთ თრეიდერების რეაგირებას საკვანძო წერტილებზე.
იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში ბიტკოინის ფასის ზრდა შენარჩუნდეს, უნდა გამყარდეს $615-20 დოლარის ფარგლებში, ხოლო გრძელვადიან პერიოდში დაღმავალი ტენდენციისთვის, გადამწყვეტი იქნება ბიტკოინის ფასის $520 დოლარამდე დაწევა.
ტექსტი მომზადებულია CoinTelegraph სტატიის მიხედვით
© CoinTelegraph

© 2020 MyCoins.ge all rights reserved