ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, კრიპტოვალუტის (ელექტრონული ფულის) ფასმა საგძნობლად დაიკლო. მრავალი ფაქტორი არსებობს აღნიშნული მდგომარეობის დასახასიათებლად, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების დამოკიდებულების განცხადება კრიპტოვალუტებთან მიმართებაში[1].
ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათი მთავრობა ყველანაირ ზომას მიმართავს, რათა კრიპტო-აქტივები ბრუნვიდან ამოიღონ, რაც მათი თქმით შეზღუდავს არალეგიტიმური საქმიანობის წარმართვის სურვილს. ამავდროულად, ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის გაცვლის მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მეტი ყურადღება გამოიჩნა ე.წ. ICO – ების (მონეტის თავდაპირველი შეთავაზება[2]) მიმართ, რაც მათი აზრით გრძელვადიან პერიოდში დიდი საფრთხის შემცველია. ვინაიდან და რადგანაც მარეგულირებელი კომიისის დაინტერესება იზრდება კრიპტოვალუტების მიმართ, ეკონომიკური აგენტების გადმოსახედიდან ელექტრონულ ფულზე მოთხოვნა მცირდება და მისი ფასიც ეცემა. ასევე, სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის საინვესტიცო გარემოც კრიტიკულ მდგომარეობაში აღოჩნდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტის ინვესტორთა უმეტესობა სამხრეთ-კორეის მოსახლეა და ინვეტორთა სიმჭიდროვე ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალია, კრიპტოვალუტის განაღდება და ვაჭრობის ნების დართვა ბევრ ბიუროკრატიულ და სავალდებულო ქმედებას მოიცავს, რაც თავის მხრივ ამცირებს ტრანზაქციების რაოდენობას. აქედან გამომდინარე, ზემოთ განხილული მაგალითების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ელექტრონულ ფულზე მოთხოვნა შემცირდა გლობალურ ბაზარზე, რამაც საბოლოოდ კრიპტოვალუტების ფასების შემცირება გამოიწვია.
ძირითადი კრიპტოვალუტების ანალიზი (კვირის მიმოხილვა)
დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია კომპანია eMoney-ს მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, იმანის ელექტრონული საფულეს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
რაც შეეხება კვირის მიმოხილვას, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (28/03/2018 – 03/04/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
გასული კვირის განმავლობაში (28/3/2018 – 3/4/2018) ბიტკოინის ფასმა 8,000 $ ნიშნულიდან მნიშვნელოვნად დაიკლო. ფასი ჯერ 7,000 $ – ს და შემდეგ 7,500 $ – იან ნიშნულსაც ჩამოცდა. უფრო მეტიც მისი ფასი 6,500 $ საც მიუახლოვდა და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6,455 $ -ზე დაფიქსირდა. ბოლო კვირის ჭრილში ყველაზე დაბალი მონაცემიდან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და 3 აპრილის მონაცემებით დაახლოებით 7,400 $ – ს გაუტოლდა.[3]
ფიგურა 1: წყარო:https://www.coindesk.com/price/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭილში მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 23%-ით შემცირდა და მინიმალური ნიშნულიდან ბოლო დროის (3 აპრილი) მაჩვენებლამდე მისი ფასი 14% ით გაიზარდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 133 მილიარდი აშშ დოლარიდან 115 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ფასის შემცირების ანარეკლს წარმოადგენს და მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 134 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს წარმოადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 17% – ს შეადგენს[4].
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეში – ს შემთხვევაში, ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი ერთეულის ფასი 643 $ – სა და 860 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის ცვლილება შედარებით სტაბილურია და ამასთან ერთად, ყველაზე მინიმალური მაჩვენებლიდან 3 აპრილამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 714 $ – ს უტოლდება.
ფიგურა2:წყარო:https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 34% -ს შეადგენს, ხოლო მინიმალური მაჩენებლიდან 3 აპრილამდე ფასი 11% – ით გაიზარდა.
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობა ბაზარზე 337 მილიონი აშშ დოლარიდან 282 მილიონ აშშ დოლარამდე დაეცა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 31 მარტს დაფიქსირდა და 306 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 452 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტულმა განსხვავებამ დაახლოებით 48% – ს მიაღწია[5].
ეთერიუმი / Ethereum
ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 378 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 28 მარტს დაფიქსირდა და დაახლოებით 450 $ შეადგინა. ეთერიუმის ფასის ვარიაცია შედარებით სტაბილურია და არ შეინიშნება მნიშვნელოვანი რყევები. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე ფასი დაახლოებით 19% – ით შემცირდა, ხოლო მინიმალური ნიშნულიდან ბოლო დროის ნიშნულამდე (3 აპრილამდე) მისი ფასი 9% – ით გაიზარდა.
ფიგურა 3: წყარო:https://www.coindesk.com/ethereum-price/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უმნიშვნელოდ მერყეობს და სხვა კროპტოვალუტებისაგან განსხვავებით, შედარებით სტაბილურია. ამავდროულად, განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 17% – ს აღწევს[6].
რიპლი / Ripple
ზემოთ განხილულ კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.49 $ – სა და 0.58 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი პირველ აპრილს, ხოლო მაღალი 28 მარტს დაფიქსირდა 0.58 $ ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან პირველ აპრილამდე რიპლის ფასი 18% – ით შემცირდა და მინიმალური პოზიციიდან 3 აპრილამდე ფასი 10% – ით გაიზარდა.
მიუხედავად დაბალი ფასისა, ვაჭრობის მოცულობის მხრივ, რიპლის კაპიტალიზაციის მოცულობა საგრძნობლად მაღალია. გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 22.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 17% შეადგინა[7].
ფიგურა 4: წყარო:https://coinmarketcap.com/currencies/ripple/ (განხილულია დახურვის ფასები)
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ვარდნა დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს ფასი იგივე ნიშნულს 133 $ – ს დაუბრუნდა. მინიმალურმა მაჩენებელმა 115.90 $ – ს მიაღწია და კვირის ბოლომდე ფასმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის როცენტულმა ცვლილებამ 0.2% შეადგინა ხოლო მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ მაჩენებლამდე ფასმა 14% – ით მოიმატა.
ფიგურა 5: წყარო:https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია ფასების ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა კლებულობს, თუმცა კვირის ბოლოს დაახლოებით იგივე ნიშნულს 7.44 მილიარდ აშშ დოლარს უბრუნდება. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.47 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 15% – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 7.45 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა[8].
დეში / Dash
ლაითკოინის მსგავსად, დეშის ფასსაც მსგავი ტენდენცია ახასიათებს. განხილული კვირის დასაწყისში ფასი იწყებს ვარდნას და კვირის ბოლოს თითქმის იგივე ნიშნულს 342 $ – ს უბრუნდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 28 მარტს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული პირველ აპრილს 305 $ – ს გაუტოლდა. კვირის დასაწყისიდან პირველ აპრილამდე ფასი 15% – ით შემცირდა, ხოლო პიველი აპრილიდან კვირის ბოლომდე ფასის ზრდა თითქმის 12% – ს გაუტოლდა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/
ბაზრის კაპიტალიზაციაც მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 2.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და კლებატი ტენდენციის მიუხედავად კვირის ბოლოს თითქმის იგივე ნიშნულს დაუბრუნდა. ფასების მსგავსად კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირველ აპრილს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 15% – ს გაუტოლდა[9].
ზოგადი ტენდენციები
განხილულ მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე შესამჩნევი ვარდნა ფასებსა და კაპიტალიზაციაში ბიტკოინმა განიცადა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა დანარჩენი (ჩენს მიერ გაანალიზებული კრიპტოვალუტები) ელექტრონული ვალუტებიც თითქმის იგივე ტრენდს იმეორებენ და რადგანაც ბიტკოინს ყველაზე დიდი წილი უკავია კრიპტოვალუტების მოცულობაში იგი განსაზღვრავს ბაზრის ზოგად სტრუქტურასა და ქცევას. თუმცა ბიტკოინისგან განსხვავებით სხვა კრიპტოვალუტები სტაბილური ვარიაციით გამოირჩევიან.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ფედ (ფედერალური სარეზერვო სისტემა) – ის ეკონომისტების აზრით[10], თუ კრიპტოვალუტების მიმართ სანდოობის მაჩვენებელი გაიზრდება მათი ფასების ვარიაციის დიაპაზონიც შესაბამისად შემცირდება. თუმცა, ამავდროულად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სანამ კრიპტოვალუტის ბრუნვის მოცულობა (კაპიტალიზაცია) გაიზრდება და დღესდღეობით ბაზარზე გაბატონებულ გადახდისა და გაცვლის საშუალებებს ჩაანაცვლებს, მისი ფასის ცვლილებაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ოფიციალური ინსტიტუტების მიერ გამოთქმულ აზრსა და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ვინაიდან მარეგულირებელი ორგანოების მიერ კრიპტოვალუტების შემზღუდველი პოლიტიკების გატარება დომინანტურ პოზიციას უმყარებს ე.წ. „ტრადიციული“ (გაბატონებული) გადახდის საშუალებებს.
[1] წყარო: www.quora.com
[2] ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით კაპიტალის გაზრდა – პროცესი რომელიც ჯერჯერობით დაურეგულირებელია
[3] წყარო: www.newsbtc.com
[4] წყარო; www.quandl.com/data/BCHAIN/MKTCP-Bitcoin-Market-Capitalization
[5] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/
[6] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/
[7] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/
[8] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/
[9] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/
[10] წყარო: https://www.weforum.org/agenda/2018/02/hey-economist-what-do-cryptocurrencies-have-to-do-with-trust