გასულ კვირას ბითკოინმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შეუძლია ყველაფრის მიუხედავად შეინარჩუნოს სტაბილურობა.
მას შემდეგ, რაც ამერიკის მარეგულირებელმა არ დაამტკიცა ძმები Winklevoss-ის ETF პროექტი, რამდენიმე წუთში ფასი 980$-მდე დაეცა, მაგრამ დიდი დრო არ დასჭირვებია ძალების აღსადგენად და ერთ საათში კვლავ 1044$-ზე დასტაბილურდა.
ამ მოვლენებმა, ბითკოინის მომხრეებს ახალი ძალები შესძინა. ბოლო წლების სტატისტიკაში, ტრანზაქციების მონაცემების მიხედვით, კარგად ჩანს ბოთკოინის ზრდის ტენდენცია.
„ქვევით მოცემულ ცხრილებში ჩანს, რომ ბითკოინი შესაძლოა გახდეს ნამდვილი ვალუტა“ წერს Quartz-ის ავტორი “BitPay-ის მონაცემები სათქმელს თვითონ ამბობს”.
Bitpay-ის პარალელურად, ცნობილი კრიპტო ვალუტის ინვესტორი, Willy Woo აქვეყნებს სტატიას.
Google-ის მონაცემებზე დაყრდნობით Willy Woo აცხადებს, რომ 371 დღის განმავლობაში ბითკოინის მომხმარებელი გაორმაგდა. იგი საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს:
„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მყარი ზრდის ტენდენცია. ეს პერიოდული მაღალი მაჩვენებლები აღწერს მომხმარებლის ქცევას, ბოლო წლების განმავლობაში, რა სიხშირით ამოწმებდნენ ბითკოინის ფასს.“
იგი ბითკოინის ზრდის ტემპებს ადარებს ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ტემპებს, როგორებიცაა რადიო, კომპიუტერი და ინტერნეტი.
„მოლოდინია, რომ ტენდენცია შენარჩუნდება წლების შემდეგაც და ბითკოინი სულ უფროდაუფრო გაიმყარებს სტატუსს“ ამატებს ექსპერტი. შეგახსენებთ, რომ ბითკოინის ფასი ამჟამად 1044.99$ და კვლავ სტაბილურად განაგრძობს ზრდას.
© Cointelegraph.com