ადგილობრივი მედია საშუალებების ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვში და სამ რუსულ რეგიონში (ლეგალურ ფარგლებში) კრიპტოსავალუტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საპილოტე პროექტის გაშვება იგეგმება. მიმდინარე მონაცემების მიხედვით, რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო დაურეგულირებელი დამწყები ტექნოლოგიური დარგის ლეგალურ ჩარჩოში დატესტვას გეგმავს, რაც თავის მხრივ მოიცავს კრიპტოსავალუტო, ვირტუალური რეალობის, კვანტური ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგების რეგულირების ჩარჩოს შექმნას. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად დაურეგულირებელი ტექნოლოგიების დატესტვა მოსკოვში, კალინგრადშსა და პერმის რაიონში იგეგმება, რაც საბოლოოდ ახალი ტექნოლოგიების ათვისების პროცესის დაჩქარებას ემსახურება. განცხადების მიხედვით, ექსპერიმენტი ე.წ. მარეგულირებელი „სავარჯიშოების“ ჭრილში განხორციელდება.
კრიპტოვალუტასთან და ბლოკჩეინთან დაკავშირებული საქმინობები, როგორებიცაა ციფრული ვალუტით ვაჭრობა და მათი მოპოვება, რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული. სახელმწიფო სათათბირომ, რუსეთის პარლამენტმა, ცოტა ხნის წინ გადადო “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” კანონპროექტის განხილვა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ახალი რეგულაციების მისაღებად დრო 2019 წლის პირველ ივლისამდე მისცა. ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსეთი აქტიურად ცდილობს კრიპტოსავალუტო სივრცის ათვისებას და მასში განხორციელებული ინვევსტიციების მოცულობის ზრდას.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/moscow-and-three-russian-regions-to-legally-pilot-crypto-and-dlt-tech-local-media