პირველად საქართველოში! ბითქოინ ქეში (BCH) თქვენს ელექტრონულ საფულეში

Home » არაკატეგორიზირებული » პირველად საქართველოში! ბითქოინ ქეში (BCH) თქვენს ელექტრონულ საფულეში
06/12/2017
პირველად საქართველოში! ბითქოინ ქეში (BCH) თქვენს ელექტრონულ საფულეში

რა არის ბითქოინ ქეში?
ბითქოინ ქეში არის Peer-to-Peer კრიპტოვალუტა, რომელიც სრულად დეცენტრალიზებულია და მას არ აკონტროლებს ცენტრალური ბანკი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები.
ბითქოინ ქეში არის ბითქოინის პროექტის გაგრძელება,როგორც ციფრული ვალუტა, ის არის ბითქოინის ბლოქჩეინის ფორკი, გაუმჯობესებული ბიტქოინის წესებით, რაც საშუალებას აძლევს მას გაიზარდოს და გახდეს უფრო მასშტაბური.
ყველა, ვინც ბითქოინის ქეშის შექმნამდე ფლობდა ბითქოინს, ასევე გახდნენ ბითქოინ ქეშის მფლობელებიც. მათ აქვთ ზუსტად იგივე რაოდენობის ბითქოინ ქეში, რამდენ ბითქოინსაც ფლობდნენ block 478558 (August 1st, 2017 about 13:16 UTC) დროს.
1-ლი აგვისტოს გაყოფის შემდგომ, ყველა ტრანზაქცია ბითქოინისა და ბითქოინ ქეშის შემთხვევაში გაყოფილია. ეს ნიშნავს, რომ გაყოფის შემდეგ, ბითქოინის შეძენისას, მომხმარებელს არ დაემატება ბითქოინ ქეში, ისევე როგორც ბითქოინ ქეშის შეძენისას არ ემატება ბითქოინი.
ბითქოინ ქეშის ბაზრის კაპიტალიზაცია ამ მომენტში აღწევს 24,912,940,176 $  აშშ დოლარს. სულ მიწოდებაშია 16,840,350 ბითქოინ ქეში და მისი მაქსიმალური რაოდენობაა 21.000.000 BCH.
ბითქოინ ქეშის ღირებულება გამოსვლის დღეს იყო 396.75$, ამ მომენტში კი მისი ფასი უკვე 1500$-ის ფარგლებში მერყეობს.
ასევე, საუბრობენ ბითქოინისა და ბითქოინ ქეშის პრიორიტეტების განსხვავებებზეც:
ბითქოინის კრიპტოვალუტისთვის პრიორიტეტია, რომ იყოს დეცენტრალიზებული საჯარო და საერთაშორისო ვალუტა, სწრაფი გადახდები კი მეორე ხარისხოვანია, მაშინ როცა ბითქოინ ქეშის კრიპტოვალუტისათვის პრიორიტეტულია სწრაფი გადახდები.
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved