პირველად საქართველოში! დეში-ის (Dash) სერვისები თქვენს ელექტრონულ საფულეშია

Home » არაკატეგორიზირებული » პირველად საქართველოში! დეში-ის (Dash) სერვისები თქვენს ელექტრონულ საფულეშია
29/01/2018
Photo: cryptocurrency Dash
პირველად საქართველოში!  დეში-ის (Dash) სერვისები თქვენს ელექტრონულ საფულეშია

რა არის დეში (Dash) ?
დეში არის Peer-to-Peer კრიპტოვალუტა, რომელიც არის ბითქოინის ფორკი და მომხმარებელს სთავაზობს უფრო სწრაფ და კონფიდენციალურ ტრანზაქციებს. დეშის კრიპტოვალუტა ორიენტირდება სისტემის დაცულობასა და სიმარტივეზე.
დეში დეცენტრალიზებულია ფინანსური ინსტიტუტების მიერ და ის არის პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც ასევე დეცენტრალიზებულია ბლოქჩეინის სისტემის მიერ. შესაძლებელია მისი ყიდვა, შენახვა, გაყიდვა, სხვადასხვა პროდუქციასა თუ სერვისში გადაცვლა და მსოფლიოს მასშტაბით გაგზავნა.
დეში პირველად შეიქმნა 2014 წლის იანვარში, როგორც Xcoin და შემდეგ მას დაერქვა Darkcoin. 2015 წლის მარტში კი Darkcoin რებდენდირდა, როგორც დეში (Dash).
რადგან დეში არის ბითქოინის ფორკი, მას კოპირებული და გაუმჯობესებული აქვს ბითქოინის არსებული კოდი, ბითქოინის უარყოფითი მხარეები კი გამოსწორებული, რათა აღმოფხვრილიყო ის ბითქოინის მომხმარებლების პრობლემები. ეს მახასიათებლები ამ ორ კრიპტოვალუტას სრულად განსხვავებულად წარმოდგვიდგენს. დეშის შემთხვევაში, ტრანზაქციის დამოწმება რამდენიმე წამს მოითხოვს. მისი მომენტალური გაგზავნის საშუალება, რომელსაც არ ჭირდება დადასტურება გადახდისას, ჭრის ორმაგი ხარჯვის პრობლემას.
მოპოვებული  დეშის 45% ეკუთვნით მაინერებს, 45% ნაწილდება მასტერნოდებზე, ხოლო 10% დეშის ორგანიზაციულ განვითარებას ხმარდება.
დეშის ფასი ამ დრომდე
დასაწყისში დეში სტაბილური ფასით ხასიათდებოდა. ფასის გრაფიკი იყო სტაბილური გარდა მოკლე  პერიოდისა როდესაც ის გაიზარდა და შემდეგ შემცირდა 2014  წლის მაისიდან სექტემბრამდე.
დეში თანდათანობით გაიზარდა 1-2$ დოლარიდან საშუალო 7-10 $-მდე, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იყო.
დეშის ფასი 2017 წლის დასაწყისში 15 $-ს შეადგენდა, მიმდინარე ფასი არის $760.35,  ბაზრის კაპიტალიზაცია კი შეადგენს $5,966,250,044-ს.
მოხარეულები ვართ გაცნობოთ, რომ პირველად საქართველოში, პირველი და უმსხვილესი ქართული ელექტრონული საფულე  იმანი (eMoney.ge) უკვე გთავაზობთ  დეშის სერვისებს. მომხმარებელს შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, მიიღოს და გააგზავნოს კრიპტოვალუტა დეში კომფორტულად და დაცულად. შეგახსენებთ, რომ #თქვენიელექტრონულისაფულე ასევე გთავაზობთ 4 სხვა კრიპტოვალუტის სერვისებს: ბითქოინი (Bitcoin), რიპლი (Ripple), ლაითქოინი (Litecoin) და ბითქოინ ქეში (Bitcoin Cash). უახლოეს დღეებში კი დაემატება კრიპტოვალუტა ეთერიუმი (Ethereum), რომელზეც მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნაა.
წყარო:
©Cointelegraph
©Investopedia
©CoinMarketcap
©Bitcoinbeginner
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved