რატომ გვირჩევენ ბიტკოინის ყიდვას?

Home » არაკატეგორიზირებული » რატომ გვირჩევენ ბიტკოინის ყიდვას?
22/02/2017
რატომ გვირჩევენ ბიტკოინის ყიდვას?

Investing.com ტექნიკურ ინდიკატორებზე, საშუალო არითმეტიკულზე, საინვესტიციო პლატფორმაზე და არსებულ აქტივებზე დაყრდნობით, გვაუწყებს რომ ბიტკოინების შესყიდვა, როგორც მოკლე ასავე გრძელვადიან პერიოდში სარგებლიანია.
9 თებერვალს, ბიტკოინის ფასი დაეცა $1,060-დან $964-მდე, რამაც ბაზარზე მცირე შოკი გამოიწვია, საბედნიეროდ ფასები რამოდენიმე საათში აღდგა და მალევე დაუბრუნდა $1,030 მაჩვენებელს.
რეაქცია ფასის ცვლილებაზე
ცხრა თებერვალს, ჩინეთის სახალხო ბანკმა შეაჩერა ტრანზაქციები Huobi-ი და OKCoin-ში, რომლებიც წარმოადგენენ ორი უმსხვილესი ბიტკოინის გადამცვლელ ორგანიზაციას, მათ მსოფლიო ბაზრის 20 პროცენტი უჭირავთ.
სწორედ ამ ცვლილებამ გამოიწვია პანიკა ამერიკის ბაზარზე და დაიწყო ბიტკოინების მასიური გაყიდვა, იმ ვარაუდით რომ ჩინეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ფასი მკვეთრად დაეცემოდა. ბევრს ეგონა, რომ ჩინეთშიც მიბაძავდა ამერიკას და გაყიდიდდა ბიტკოინებს, მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო. ჩინეთის წამყვანმა კომაპნიებმა BTCC, OKCoin და Huobi-მა შეინარჩუნა სიმშვიდე, რაც საბოლოოდ დაეხმარა ბაზარს დარეგულირებში.
დაბრუნება
იმისდა მიუხედავად, რომ ბიტკოინის ფასი სწრაფად დარეგულირდა, მეტმა მომხმარებელმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვაჭრობა შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო და ეფექტური.
სტატიის ავტორი Joseph Young ბიტკოინების ყიდვა-გაყიდვას სასეხო ხელშეკრულებას ადარებს და მარტივი, გასაგები ენით გვისხნის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს: “კანონმდებლობით, ბიტკოინების გასაცვლელად საჭიროა პლატფორმა, რომელშიც ოპერატორს აქვს უფლებამოსილება, რომ აკონტროლოს მომხმარებლის სახსრები. ამგვარად, ბიტკოინების ყიდვა ბაზარზე შესაძლებელია აღვწეროთ როგორც IOU ( I Owe You ), სასესხო ხელშეკრულება.“
ერთი კვირაც არ გასულა მას მერე და ბიტკოინი მიუახლოვდა საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს და დღეს $1,034 ფარგლებში მერყეობს.
„რაც არ გკლავს გაძლიერებს“
ცხრა თებერვალს მომხდარი მცირე პანიკის შემდეგ ბიტკოინმა გამოავლინა უნარი დაიბრუნოს სტაბილურიბა უმოკლეს დროში, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი Investing.com-სთვის ბიტკოინისთვის მიეცა სტატუსი: „ძლიერად გაყიდვადი“, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.
იმის მიუხედავად, რომ სამომავლოდ აღნიშნულ მოვლენებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა ბიტკოინების ბაზარზე, კვლევებმა აჩვენა, რომ ბიტკოინების ფასი ოპტიმისტურად გამოიყურება. მათი ანალიზით ახლო მომავალში ფასი $1,050-მდე გაიზრდება მოკლევადიანი პერიოდით.
© Cointelegraph.com

© 2020 MyCoins.ge all rights reserved