როგორ დაამარცხებს ბიტკოინი მსოფლიოს სიღარიბეს

Home » არაკატეგორიზირებული » როგორ დაამარცხებს ბიტკოინი მსოფლიოს სიღარიბეს
08/06/2015
როგორ დაამარცხებს ბიტკოინი მსოფლიოს სიღარიბეს

საინვესტიციო ბანკის ვილიამ ბლაირის, პარტნიორი ბრაიან სნგერი გამოცემა ფორბსთან განმარტავს, თუ როგორ შეძლებს ვირტუალური ვალუტა, ბიტკოინი მსოფლიო სიღარიბის დაძლევას. როგორც სინგერი განმარტავს, ბიტკოინი არა მომავლის ვალუტა, არამედ ახალი საგადასახადო სისტემაა.
“მსოფლიოს 50%-ს დღეს მობილური ტელეფონი აქვს, 2020 წლისთვის კი ეს ციფრი 90%-ს მიუახლოვდება. ანალოგიურად მალე ბიტკოინს გამოიყენებს, როგორც ბანკები ასევე, საკრედიტო ბარათები და ის გახდება მსოფლიო სტანდარტი”, – აღნიშნავს სინგერი.
ბრაიან სინგერი ფორბსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა მყიდველსა და მის მფლობელს შორის ვირტუალურ სამყაროში, ნდობას გაზრდის. მისი თქმით ბიტკოინის მეშვეობით სხვადასხვა ფინანსური ოპერაციები 10 წუთის განმავლობაში სრუდლება. საკრედიტო ბარათების შემთხვევაში კი მოთხოვნილი ოპერაციების 5-10 პროცენტზე კლიენტი უარს იღებს.
“ეს შესანიშნავი საშუალებაა ნებისმიერ ინდუსტრიაში წესრიგის ინოვაციური დარღვევისთვის. ერთის მხრივ ეს არის იაფი საგადასახადო სისტემა, მეორეს მხრივ კი ციფრული გადარიცხვების სრულად გამჭირვალე გზა”, – ამბობს სინგერი.

ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენს ვირტუალურ და კრიპტო ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით ხდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი.  2015 წლიდან უკვე შესაძლებელია ბიტკოინის გადაცვლა ქართულ ეროვნულ ვალუტაზეც. ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სერვისი საქართველოში პირველმა ელექტრონულმა საფულე – eMoney-მ დანერგა. ქართველ მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ბიტკოინები სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. ასევე, www.eMoney.ge-დან უკვე შესაძლებელია ბიტკოინებით კომუნალური გადასახადების გადახდა.
ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობაა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის გამოყენების – კანონიერ საგადამხდელო საშუალებად აღიარების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ქვეყანაში ვირტუალური ფულის გამოყენება გადასახადებისა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისთვის ნებადართულია. ბიტკოინის კლასიფიკაცია არ მოხდა, როგორც უცხოური ვალუტა ან ელექტრონული ფული, ფინანსთა მინისტრის განცხადებით ეს იქნება ინსტრუმენტი რომელიც გერმანულ ბანკებს დაემორჩილება. ბოლივია კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვირტუალური ვალუტა ქვეყანაში სრულად აკრძალა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved