როგორ იქცა რიგითი ნორვეგიელის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 ათასად

Home » არაკატეგორიზირებული » როგორ იქცა რიგითი ნორვეგიელის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 ათასად
25/11/2015
როგორ იქცა რიგითი ნორვეგიელის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 ათასად

ნორვეგიაში კაცმა $27-ის ბიტკოინები იყიდა, მერე მათ შესახებ გადაავიწყდა. გავიდა დრო და აღმოაჩინა, რომ ახლა ისინი $886 ათასი ღირს.
ბიტკოინების ღირებულების უსწრაფესმა ზრდამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნორვეგიელი კრისტოფერ კოხის 27 დოლარიანი ინვესტიცია 886 000 აქცია.
კოხმა 2009 წელს 5000 ბიტკოინში 150 ნორვეგიული კრონა ($26,60) გადაიხადა. მათ შესახებ კი დაშიფვრის მეთოდებზე ნაშრომის წერისას შეიტყო და გადაწყვიტა უბრალოდ, საცდელად შეეძინა. რამდენად სპონტანურადაც შეიძინა, იმდენად მალე მიავიწყდა კიდეც თავისი ბიტკოინები და მხოლოდ 2013 წლის აპრილში გაახსენდა, როცა მედაში კრიპტოვალუტის გაშუქება ფართომასშტაბიანი სახე მიიღო.
ბიტკოინი ანონიმური, დეცენტრალიზებული ციფრულ ვალუტაა და განსხვავებით ელექტრონული ფულის მოძველებული ფორმებისაგან, ბიტკოინებს ვერცერთი კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი ვერ აკონტროლებს და ვერც შეძლებს: ამ კრიპტოვალუტის ფუნქციონირების ყველა წესი მხოლოდ უშუალოდ ვაჭრობის ოპერაციისას წარმიქმნება, რთული მათემატიკური პროცესების შედეგად. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვერებით ხორციელდება და ყოველი გადარიცხვისას ანონიმურობის დასაცავად მომხმარებელი 33 სიმბოლოიანი გასაღებით სარგებლობს, რაც ნორვეგიელ კოხს დავიწყებული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ბევრი იწვალა იმის გახსენებაზე თუ რა შეიძლებოდა ყოფლიყო გასაღები და ბოლოს, როგორც იქნა გაიხსენა, კოხს სასიამოვნო სურპირზი დახვდა: ”საიტი მეუბნებოდა, რომ 5 000 ბიტკოინი მქონდა, რომლებიც მიმდინარე კურსით 5 მილიონი ნორვეგიული კრონა ღირდა ($886,000)”, განუცხადა მედიას უეცარი გამდიდრებით თავბრუდახვეულმა კოხმა.
2013 წლის აპრილში ბიტკოინის ღირებულებამ 226 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი უცებ $50-მდე დაეცა. ზოგადად თავისი არსებობის განმავლობაში (ბიტკოინები კონცეფციის სახით ქსელში 2008 წელს გამოჩნდა) ბიტკოინის ღირებულება რყევებს განიცდიდა, თუმცა ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც FBI-მ ონლაინ ნარკობაზრის, Silk Road-ის დამფუძებლის დაჭერის შემდეგ 3.6 მილიონი დოლარის ღირებულების 26,000 ბიტკოინი ამოიღო, კრიპტოვალუტის ფასმა თვალის დახამხამებაში $30-დან $197-მდე მოიმატა.
სწორედ ამ მოვლენების დამსახურებით, ნორვეგიელმა კოხმა თავისი ბიტკოინების ერთი მეხუთედის ვალუტაში გადაცვალის შედეგად საკმარისი თანხა მიიღო იმისთვის, რომ ტოიენში, ნორვეგიის დედაქალაქის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში ბინა ეყიდა.
ბიტკოინების მისაღებად ორი გზა არსებობს. როგორც წესი, ბიტკოინებს ტრადიციული ვალუტით არალეგალური ბიტკოინ ”გადამცველელთან” ივაჭრება, თუმცა ფულის გათეთრებაზე გამკაცრებული კონტროლის გამო, პროცესი გართულებულია. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ნაღდი ფულის სანაცვლოდ ბიტკოინები ისეთი ტიპის გადამცვლელის საშუალებით მიიღოს, როგორიც ყველაზე ცნობილი ბიტკოინ გადამცვლელი Mt Gox-ია.
თუმცა, ბიტკოინი სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძნეს ფიზიკურ რეალობაშიც. უკვე შესაძლებელია ბიტკოინების დახარჯვა მათი ნაღდ ფულში გადაცვლის გარეშე. მაგალითად, რამდენიმე ბრიტანულ პაბში, ლონდონში. ასევე, 29 ოქტომბერს, მსოფლიოში პირველი ბიტკოინ ATM-ის ტიპის ბანკომატმა დაიწყო ფუნქციონირება კანადაში, ვანკუვერში, რომელიც მომხმარებლის ხელის ანაბეჭდის სკანირებას ახდენს, სანამ ნაღდი ფულით ბიტკოინის ყიდვის ან გაყიდვის საშუალებას მისცემს.
გარდა ამისა, ძალიან გათვითცნობიერებულ მომხმარებელთა მცირე ჯგუფი, თავადაც ახერხებს დამატებითი ბიტკოინების გენერირებას (”მაინინგი”), რაც რთული კომპიუტერული კალკულაციების შედეგად ციფრულ ვლუტას აცოცხლებს. თუმცა ბიტკოინ ”მაინინგი” ხანგრძლივი და ძვირი საქმიანობაა. თან, ყოველი შემდგომი ბიტკოინ ”მაინინგი” კიდევ უფრო რთულია ვიდრე წინამორბედის, მეტ კალკულაციას და დროს მოითხოვს.
იმის გამო, რომ ბიტკოინი არ გაიცემა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის ან ცენტრალიზებული ორგანიზაციის მიერ, დამატებითი ბიტკოინების ბაზარზე გამოჩენით ვალუტის გაუფასურების საფრთხე არ ჩნდება. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში გერმანიამ ბიტკოინი აღიარა როგორც ”ანგარიშსწორების ერთეულად”.
წყარო : http://www.bpn.ge/finansebi/2014-rogor-iqca-rigithi-norvegielis-27-dolariani-investicia-886-athasad.html?lang=ka-GE

© 2020 MyCoins.ge all rights reserved