როგორ ხდება ბიტკოინის გამოშვება?

Home » არაკატეგორიზირებული » როგორ ხდება ბიტკოინის გამოშვება?
09/06/2015
როგორ ხდება ბიტკოინის გამოშვება?

ბიტკოინის ბუღალტერიის წარმოებისას ბლო­კების ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პო­ვნისათვის შესაბამისი მონაწილე „არაფრისგან“ იღებს ბიტკოინების ფიქსირებულ რაოდენობას. ამასთან, ზემოთ აღნიშნული გადასაწყვეტი მათემატიკური ამოცანის სირთულე პროგრამის მიერ ავტომატურად რეგულირდება იმგვარად, რომ საშუალოდ ყოველ 10 წუთში ნაპოვნი იქნეს ახალი ბლოკი. ამ წესის მეშვეობით ერთდროულად ორი პრობლემისგა­ დაწყვეტა ხდება. ერთი მხრივ, მომხმარებლებს უჩ­ნდებათ მოტივაცია თავიანთი გამოთვლითი სიმ­ძლავრეების მეტი ნაწილი გამოიყენონ ბიკოინის ქსელისათვის, რადგანაც რაც მეტია გამოთვლითი სიმძლავრე, მით მეტია ალბათობა რომ ნაპოვნი იქნება ახალი დადასტურებული ბლოკი და მიღებული იქნება ჯილდო (ახალი ბიტკოინები). ხოლო მეორეს მხრივ, ჯაჭვის ახალი დადასტურებული ბლოკის პოვნისათვის მისაღები ბიტკოინების ფიქსირებული რაოდენობა ყოველ 4 წელიწადში ნახევრდება, შე­დეგად ეგზოგენურად არის განსაზღვრული მოცემულ მომენტში გამოშვებული/მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობა და იგი 2040 წლისათვის მიაღწევს მა­ქსიმალურ რაოდენობას – დაახლოებით 21 მილიონ ბიტკოინს. ნავარაუდებია, რომ ამ მომენტი­დან ახალი ბლოკის პოვნისათვის ჯილდო იქნება არა ახალი ბიტკოინების გამოშვება, არამედ ნაპოვნ ბლო­ კში გაერთიანებული ტრანზაქციების თანხიდან მიღებუ­ლი საკომისიო.
ბიტკოინის სუსტი მხარეები
ისევე როგორც ნებისმიერ კომპლექსურ სის­ტემას, ბიტკოინსაც გააჩნია რიგი სუსტი მხარეები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე ზედამხედველების­თვისაც.
პროგრამული შეცდომები
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი დეცენ­ტრალიზებული სისტემაა, მისი მომხმარებლები მაინც საერთო ღია პროგრამული უზრუნველყო­ფით სარგებლობენ, რომელშიც ბიტკოინის ფუნქ­ციონირებისათვის აუცილებელი ალგორითმებია იმპლემენტირებული. ამ ალგორითმების სირ­თულიდან გამომდინარე არ არის გამორიცხუ­ლი პროგრამული შეცდომები, რომლებმაც შე­იძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ მომხმარებლების სახსრებზე (დაგროვილ ბიტკო­ინებზე) და ზოგადად სისტემის ფუნქციონირებაზე. ასეთი შემთხვევები უკვე არაერთხელ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მომხმარებლების და პროგრამული უზრუნველყოფის ავტორების კოოპერაციული მოქმედების წყალობით დანაკარ­გების გარეშე იქნა აღმოფხვრილი, არ არსებობს გარანტია, რომ ასევე გაგრძელდება მომავალშიც.
1. 2010 წლის 15 აგვისტოს არითმეტიკული თან­ რიგის შეცდომის გამო, ორ ანგარიშზე შეცდომით დაირიცხა 184 მილიარდი ბიტკოინი. ხარვეზი გამოსწორდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით;
2. 2013 წლის 11 მარტს განახლებული პროგრამუ­ ლი უზრუნველყოფის შეცდომის გამო, არსებობ­და ორი ალტერნატიული, დადასტურებული ჯა­ჭვი. პრობლემა აღმოიფხვრა მომხმარებლების უმრავლესობის მიერ ძველი პროგრამული უზ­ რუნველყოფის დაბრუნებაზე თანხმობით.
3. 2014 წლის აპრილში ბიტკოინის პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი იქნა უსაფრთხო­ების დარღვევა, რომელიც ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი.
უმრავლესობის გადაწყვეტილება

როგორც აღვნიშნეთ, ახალი ბლოკების და­ დასტურებას მომხმარებლების უმრავლესობა ახორ­ციელებს. თუმცა, გადაწყვეტილებაში მომხმარებლის ხმის წილი განისაზღვრება მომხმარებლის მიერ ბიტკოინის ქსელისათვის გადაცემული გამოთვლითი სიმძლავრის წილით საერთო გამოთვლით სიმ­ძლავრეში. შესაბამისად, არსებობს ე.წ. 51%–იანი შეტევის საშიშროება. კერძოდ, თუ რომელიმე მომხმარებელი ან მათი ჯგუფი მოახერხებს სიმ­ძლავრეების ასეთი წილის თავმოყრას, მას შე­ეძლება პრაქტიკულად ერთპიროვნულად აწარ­მოოს საერთო ბუღალტერია, რაც დაასრულებს ბიტკოინის დეცენტრალიზებულ სტრუქტურას და შესაძლებელს გახდის თაღლითური ტრანზაქციების განხორცილებას. უნდა აღინიშნოს, რომ განვლილ პერიოდში მართალია არცერთ მონაწილეს არ მი­ უღწევია ასეთი დიდი წილისათვის. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა მომპოვებელთა ორი გაერთიანება ჯამში გამოთვლითი სიმძლავრეების 52%–ს აკონ­ ტროლებდა. მომპოვებელთა გაერთიანებების წილი საერთო სიმძლავრეში მუდმივად კონტროლდება და საჯაროა.
მონაცემების დაკარგვა ან მოპარვა

იმის გამო, რომ მომხმარებლების მიერ ბიტკო­ინების ფლობა დასტურდება დახურული გასაღებით, მისი დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში შეუქ­ცევადად იკარგება შესაბამისი ბიტკოინები. ამ გარე­მოებას ორი შედეგი აქვს:
ა) თუ გასაღები უბრალოდ დაიკარგა, მაშინ მომხმარებლის განკარგულებაში არსებული ბიტკო­ინები უბრალოდ დაიკარგება და ამოვა ბრუნვიდან განადგურებული, ნაღდი ფულის ანალოგიურად. ამდენად შეუძლებელია მოცემულ მომენტში ბრუნვაში არსებული ბიტკოინების რაოდენობის განსაზღვრა, რადგანაც უცნობია გამოშვებული ბიტკოინებიდან რამდენია დაკარგული;
ბ) შედარებით დიდი თანხების დაცვისათვის მომხმარებლები განათავსებენ თავიანთ ბიტკოინებს (დახურულ გასაღებებს) ინსტიტუციონალურ პირებ­თან, როგორებიცაა ბიტკოინების გაცვლის ბირჟები, რომლებიც პრაქტიკულად მოქმედებენ შუამავლებად მომხმარებლებს შორის, შედეგად ბიტკოინის დამ­ფუძნებლის მიზანი – შუამავლის გარეშე მოქმედი საგადახადო სისტემის შექმნა – მიუღწეველი დარჩა, რაც დასტურდება ჰაკერული თავდასხმებითა, თუ შუამავლების შეცდომის წყალობით დაზარალებული მომხმარებლების არსებობით.
გარდა ამისა, უკვე არსებობს ინფორმაცია თაღ­ლითების მიერ ბიტკოინების მეშვეობით პირამიდის მოწყობისა და მომხმარებლების დაზარალების შესა­ხებ. კურსების დიდი რყევა და მანიპულაციები ბიტკოინი არ არის დაკავშირებული რეალურ აქტივებთან; რეალური ვალუტებისაგან განსხვა­ვებით, მის უკან არც რეალური ეკონომიკა დგას; ამდენად, მისი გაცვლითი კურსი არამარტო მოკლე­ ვადიანი, არამედ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივითაც მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, არ არსებობს არა­ნაირი საფუძველი რეგულირებად ვალუტებთან გრძელვადიანი წონასწორობის შენარჩუნებისათვის. გარდა ამისა, მის კურსზე ძალიან დიდ გავლენას ახ­დენს ნეგატიური პრესა, ასევე ცალკეულ ქვეყნებში ზედამხედველების გადაწყვეტილებები ბიტკოინის გამოყენების სფეროს შეზღუდვასთან დაკავშირებით.
კრიპტოგრაფიული მეთოდების მოძველება
ბიტკოინის ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიპტოგრაფიული მეთოდების საიმედოობა. თუმცა, დროთა განმავლობაში გამოთ­ვლითი ტექნიკის განვითარების, ალგორითმების დახვეწისა და ახალი მათემატიკური მეთოდების დამკვიდრებასთან ერთად სულ უფრო სწრაფად არის შესაძლებელი კრიპტოგრაფიული ფუნქციების ანგარიში. შესაბამისად, შესაძლებელია ამ პროცესში გამოყენებული კრიპტოგრაფიული მეთოდები აღარ იყოს საკმარისი ბიტკოინის სისტემის საიმედობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
წყარო: https://www.nbg.gov.ge

© 2020 MyCoins.ge all rights reserved