საბერძნეთი 1000 ბიტკონის ბანკომატის დამონტაჟებას გეგმავს

Home » არაკატეგორიზირებული » საბერძნეთი 1000 ბიტკონის ბანკომატის დამონტაჟებას გეგმავს
09/09/2015
საბერძნეთი 1000 ბიტკონის ბანკომატის დამონტაჟებას გეგმავს

BTCGreece-სა და  Cubits-ს შორის შეთანხმების საფუძველზე საბერძნეთში 1000 ერთეული ბიტკონის ბანკომატი განთავსდება – ნათქვამია Business Insider Greece-ის სტატიაში. ბანკომატების დადგმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გადაცვალონ ფული ბიტკონებად, გამოწვეულია საბერძნეთში ეკონომიკური არასტაბილურობის დროს  ბიტკონების მიმართ ინტერესის გაზრდით. ამჟამად ბერძნები შეზღუდულნი არიან ბანკიდან თანხის გამოტანით, დღეში არაუმეტეს €60 (£42, $66)-სა, ამავდროულად მათ ეკრძალებათ თანხის უცხოური ბანკის ანგარიშზე გადარიცხვა.
’’ჩვენ ვქმნით ბიტკონის ეკოსისტემასა და გამოსავალს საბერძნეთის ბაზრისთვის, რომელიც მოიცავს 1000 ბანკომატის ამოქმედებას, რაც განავითარებს ელექტრონულ კომერციასა და ტურიზმის ინდუსტრიას. ბიტკონის სისტემაში საუკეთესო კომპანიების პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს მოვნახოთ გამოსავალი ბერძნებისთვის, რომელიც კაპიტალის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებს შეამსუბუქებს. ბიტკონთან შეგუება და მისი მიღება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბიტკონი საბერძნეთში არ არის ილუზია, ის არის როგორც მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გამოსავალი, ასევე ბიზნესის კაპიტალური კონტროლისგან თავდაცვის საშუალება. გარდა ამისა, მთავარი ფაქტორია ისიც, რომ ტრადიციული საბანკო სისტემისადმი ნდობა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა და ხალხი მზად არის ბიტკონის მისაღებად’’ – განაცხადა Marinos-მა CoinTelegraph-თან ინტერვიუში.

ზაფხულის დასაწყისში ბიტკოინისადმი ბერძნების ინტერესის გაღვივებამ საფრთხე შეუქმნა საბერძნეთში ევროს დატოვებას, რაც გამოწვეული იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტისთვის ელექტროქსელის შექმნით. Marinos აცხადებს, რომ დაახლოებით 300 მაღაზიისგან მიიღო ბიტკონის ბანკომატების დამონტაჟების მოთხოვნა თავიანთ შენობაში, ამის შედეგად, ის ოქტომბერში გეგმავს პირველი ბანკომატების ექსპულატაციაში გაშვებას.

’’ეკონომიკური არასტაბილურობის დროს, ხალხი ცდილობს საკუთარი დაბანდებების გაკეთებას ისეთ აქტივებში როგორიცაა ოქრო. დღესდღეისობით ციფრული აქტივები – როგორიც  ბიტკონია, შეუერთდნენ აქტივებისს კლასს. რადგანაც კრიპტოვალუტა გლობალურია და არ ეყრდნობა საბანკო სისტემას, სწორედ ამიტომ, ხალხისთვის ლოგიკურია რომ ეკონომიკური არასტაბილურობის დროს დაიწყონ მათი მოგროვება’’ – განაცხადა Bitcoins Greece-ს დამფუძნებელმა ელენუ ვარელამ IBTimes UK-თან საუბრისას.

წყარო : http://www.businessinsider.com/greece-to-install-1000-bitcoin-atms-2015-8#ixzz3jMQfkeXB

© 2020 MyCoins.ge all rights reserved