ყოველწლიურად უგანდის ემიგრანტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან აგზავნიან 700 მილიონ დოლარს თავიანთ ოჯახებში.
გადარიცხვის ღირებულება ვესტერნ იუნიონის და მანიგრამის საშუალებით დაახლოებით თანხის 10-20 %-ია. თუმცა ბიტკოინები ხდება მისი გაცილებით სწრაფად განვითარებადი ალტერნატივა, მისი საშუალებით თანხის გაგზავნა უფრო სწრაფი და იაფი გამოდის.
უგანდაში რონალდი იღებს ბიტკოინებს თავისი ოჯახისგან, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, მიღებულ ბიტკოინებს, რონალდი სწავლის საფასურის დასაფარად იყენებს.
რონალდი: ჩემი სახელია ნსუბუგარ რონალდი, ვარ 20 წლის. ვსწავლობ ბაკალავრიატზე, ბუღალტერიისა და ფინანსების განხრით. პირველ რიგში მიყვარს ფული და მიყვარს ბიზნესი. ჩემი ოჯახი ცხოვრობს აქ მაკინდიში. ძალიან რთულია უგანდაში სამსახურის პოვნა, ძალიან, მაშინაც კი თუ ყველა საჭირო საბუთი გაქვს გაქვს და სკოლაშიც დადიოდი. პირველად რონამ მანიგრამის საშუალებით გადმომიგზავნა ფული 2013 წლის აგვისტოში. ეს იყო ფული ჩემი სწავლის საფასურისთვის.
რონას საქმრო: მანიგრამი და ვესტერნ უნიონი ძირითადი საშუალებებია აფრიკაში თანხის გადმოსაგზავნად. როგორც იცით თუ თქვენ ფულს ჩადებთ კონვერტში აპირებთ რომ დაკარგოთ ის. აქ არის მხოლოდ ერთი მთავარი საკთხი, უფრო სწორად ორი: პირველი არის სისწრაფე
რონალდი: გაგზავნის პროცესს სრულად ორი დღე სჭირდება
რონას საქმრო: და მეორე არის ფასი, ამ სერვისში ისინი 10%-ს იღებენ. მაგრამ მას თუ უნდოდა 40$ გადმოეგზავნა, რომელიც მართლა ძალიან დაეხმარებოდა რონალდს, ამისთვის მას 10-15 $ უნდა გადაეხადა, გამოდის რომ საკომისიო ბევრად მეტი – 30-40 %-იც კი გამოდის, პატარა თანხების შემთხვევაში.
რონა: ეს სერვისი კიდევ უფრო ძვირი ღირს, როცა გსურს რომ გამოგზავნილი თანხა სხვა პიროვნებამ მოგიტანოს სახლში.
რონას საქმრო: ბანკებს უგანდაში უყვართ, როდესაც გაჭირვებული ხალხისგან იღებენ ფულს, თუ 100 დოლარს შეიტან ბანკში, 5 თვეში ის გაქრება.. ყველა ტიპის გადასახადი, აბსოლუტურად ყველა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ამერიკაში, და რეალურად დაწესებული იმ შიშით, რომ საბანკო გადარიცხვები არ ჩაანაცვლოს ფულადმა გზავნილებმა, უგანდას მიაწერეს. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ვიყიდე პირველი ბიტკოინი, მაინტერესებდა გავუგზავნიდი თუ არა მის ძმას ფულს უგანდაში. მე მივწერე რონალდს Facebook -ით და მანაც იმ წუთში მიპასუხა, „რა, შენ ჩემთვის ფულის გამოგზავნას აპირებ?“
რონალდი: მან გამომიგზავნა ყველა ინსტრუქცია ფეისბუქის საშუალებით.
რონას საქმრო: პირველად გადავუგზავნე 10 ცენტი, მან მიიღო, ამით დავრწმუნდი, რომ მისი Multibit -ის პროგრამა გამართულად მუშაობდა. ამიტომ შემდეგ უკვე 30$ გადავუგზავნე და როგორც კი გავაგზავნე მანაც მაშინვე მიიღო. შემდეგ კი ვუთხარი: „წადი გადაცვალე ეგ ბიტკოინები უგანდურ შილინგებზე და კიდევ გამოგიგზავნი“
რონალდი: ვერ ვიჯერებდი რომ თანხის მიღება ინტერნეტის საშუალებით შემეძლო. გავხსენი ჩემი ანგარიში ინტერნეტის საშუალებით და ანგარიშზე ფული იდო.
ამჟამად უგანდაში ბევრმა ხალხმა არ იცის ბიტკოინის შესახებ, მაგრამ მე ვიყენებ ბიტკოინებს, როდესაც ჩემი და ან მისი საქმრო მიგზავნის თანხას ბიტკოინების საშუალებით, მე ძალიან ბევრ ფულს ვზოგავ.
რონას საქმრო: იცით, ფულადი გზავნილები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 500 ბილიონი დოლარია. ვფიქრობ, რომ 500 ბილიონი დოლარია რადგან ასე ძვირი ღირს, წარმოიდგინეთ 20$ გაგზავნა რომ შეგვეძლოს…
რონალდი: ვფიქრობ რომ თუ ჩვენ გვაქვს ვალუტა, რომელიც არ კონტროლდება მთავრობის მიერ, ყველა მისი გამომყენებელი თანაბარ მდგომარეობაში იქნება. აი ეს არის რასაც ვფიქრობ.
ნახეთ eMoney-ს მიერ გახმოვანებული საინტერესო ვიდეო: