7 რჩევა დამწყები კრიპტომოვაჭრეებისთვის

Home » არაკატეგორიზირებული » 7 რჩევა დამწყები კრიპტომოვაჭრეებისთვის
31/01/2018
7 რჩევა დამწყები კრიპტომოვაჭრეებისთვის

კრიპტოვალუტებით ვაჭრობა დღითი დღე აქტუალური ხდება, თუმცა ცოტამ თუ იცის იმ ოქროს წესების შესახებ რაც კრიპტომოვაჭრეს დანაკარგების თავიდან აცილებაში დაეხმარება. გთავაზობთ 7 რჩევას რომელსაც კომპეტენტური ფინანსისტები დამწყებ კრიპტომოვაჭრეებს აძლევენ:
1. დაიწყე მცირედით
ერთ-ერთი უმთავრესი წესია არ განახორციელო მთლიანი დანაზოგების ინვესტირება კრიპტოვალუტებში, დააბანდე მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის მთლიანად დაკარგვაც არ გამოიწვევს შენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას. მაშინაც კი, თუ კრიპტოვალუტა აშკარად დადებითი ტენდენციებით ხასიათდება, ის მაინც რყევადია, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძვირებაც და გაიაფებაც წუთების საქმეა. იმის ნაცვლად, რომ მთელი დანაზოგი კრიპტოვალუტაში დააბანდო, დაიწყე შენი შემოსავლის მცირე ნაწილით, რაც გამოცდილი ფინანსისტებისა და ტრეიდერების აზრით არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლების ან/და დანაზოგების 10%-ს.
2. დრო ფულია
მოვლენების განვითარების და ცლილებების თვალსაზრისით კრიპტობაზარზე 1 კვირა ტრადიციული ბირჟის 3 თვის ექვივალენტურია. წარმატებული ვაჭრობისთვის თვალყური უნდა ადევნო ცვლილებებს არა დღიურად, არამედ საათობრივად. ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია, ამიტომ საჭიროა თავიდანვე განისაზღვროს რა დროის დათმობა შეგიძლია ამ საქმიანობისთვის.
3. ადევნე თვალყური სიახლეებს
ბაზრის, ფასებისა და სხვა მაჩვენებლების ანალიზი არ არის საკმარისი. იყო წარმატებული კრიპტომოვაჭრე ნიშნავს მუდმივ ინფორმირებულობას მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, რადგან ეს ბაზარი ძალიან სენსიტიურია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სიახლეებისადმი. ამ სიახლეების ცოდნა კი შეუფასებელი განძია თრეიდერისთვის.
4. არ მოაქციო მთელი დანაზოგი ერთ კრიპტოვალუტაში
კრიპტობაზარი მერყევი და არასტაბილურია, ამიტომ კარგმა მოვაჭრემ უნდა იცოდეს როგორ განახორიცელოს რისკ მენეჯმენტი. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მთელ თანხას ერთ კრიპტოვალუტაში დააბანდებ (რაც არ უნდა საიმედო იყოს ის) თანხის შენარჩუნება გარანტირებული არ არის. გამოსავალი კი დივერსიფიკაციაა. თუ იქონიებ რამდენიმე სხვადასხვა პერსპექტიული ქოინით დაკომპლექტებულ პორტფოლიოს, ეს გაზრდის მოგების მიღების შანსს და თავიდან აგაცილებს მოულოდნელ დანაკარგებს.
5. არ ეძებო მომავალი ბითქოინი, ყველა კრიპტოვალუტას ამის პოტენციალი არ აქვს
ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა: ბითქოინი, ლაითქოინი, რიპლი და ეთერიუმი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ზრდა განიცადა. თუმცა ყველა ქოინი ვერ გაყვება მათ კვალს. ბაზარზე ბევრი ცრუ (scam) ქოინი არსებობს, რომელში ინვესტირებაც დაკავშირებულია საკმაოდ მაღალი რისკებთან და დანაკარგის ალბათობა იზრდება.
6. არ გაყიდო და იყიდო კრიპტოვალუტა პანიკის ნიადაგზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან მერყევია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ადვილად დაფრთხები, ზარალი გარდაუვალია. დამწყები მოვაჭრეები ყველანაირი კვლევის და ინფორმაციის გარეშე იწყებენ ოპერაციების განხორციელებას. უეცარ ვარდნას დაპირისპირებულები ყიდიან კრიპტოვალუტას, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ზარალი. რამდენიმე დღეში ან საათში კი როდესაც ქოინის ფასი ზრდას იწყებს, მას ისევ შეიძენენ, რაც არამომგებიანი ნაბიჯია.
7. თუ ფასი მცირდება, ის შესაძლებელია აღარც გაიზარდოს
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის იყიდო გაუფასურებული ქოინები და იმედოვნო, რომ ფასები ისევ აიწევს. ცნობისთვის, არსებობს ქოინები რომლებიც რამდენიმე წლით არიან დაშორებული მათი ღირებულების მაქსიმუმისგან.
eMoney Georgia არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კრიპტოვალუტების ფართო არჩევანს. თქვენი ელექტრონული საფულე გაძლევთ საშუალებას უსაფრთხოდ შეიძინოთ, გაყიდოთ, გააგზავნოთ ან მიიღოთ ბითქოინი (Bitcoin), ლაითქოინი (Litecoin), რიპლი (Ripple), ბითქოინ ქეში (Bitcoin Cash) და დეში (Dash). უახლოეს დღეებში კი მომხმარებელთა მოთხოვნით დაემატება კრიპტოვალუტა ეთერიუმი (Ethereum). ახალი კრიპტოვალუტების დამატებით იმანი რისკ მენეჯმენტის და დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა.
ასევე გაცნობებთ, რომ eMoney.ge არ აწარმოებს რეკომენდაციებს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებით და გაფრთხილებთ, რომ კრიტოვალუტებში ინვესტიცია დაკავშირებულია მაღალ რისკებთან, მათ შორის ინვესტიციის მთლიანად დაკარგვის რისკთან. სანამ გადაწყვეტთ კრიპტოვალუტის შეძენა/გაყიდვას, შეისწავლეთ პროდუქტი დეტალურად და გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან, ვინაიდან აღნიშნულ ოპერაციებს შესაძლოა დიდი დანაკარგი ახლდეს თან. არ განახორციელოთ თქვენი მთლიანი დანაზოგების ინვესტირება კრიპტოვალუტებში, ჩადეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის მთლიანად დაკარგვაც არ გამოიწვევს თქვენი ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას.
#თქვენიელექტრონულისაფულე #იყავიინფორმირებული

© 2018 MyCoins.ge all rights reserved