eMoney-ს შეხვედრა ბიტკოინის TOP მომხმარებლებთან

Home » არაკატეგორიზირებული » eMoney-ს შეხვედრა ბიტკოინის TOP მომხმარებლებთან
25/06/2015
eMoney-ს შეხვედრა ბიტკოინის TOP მომხმარებლებთან

ჩვენ გადავწყვიტეთ შევხვედროდით ჩვენს ერთგულ კლიენტებს და ბიტკოინის მომხმარებლებს. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა, მოვისმინეთ ბევრი საინტერესო აზრი და შენიშვნა ჩვენი სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ვირტუალური ვალუტის – ბიტკოინების სერვისი საქართველოში 3 თვის წინ დაინერგა და ქართველ მომხმარებლებში მომენტალურად მოიპოვა დიდი პოპულარობა. საქართველოს მოსახლეობას ბიტკოინების ეროვნულ ვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა კომპანია eMoney-მ მისცა.
eMoney გუნდი დიდ მადლობას უხდის ერთგულ მომხმარებლებს ყურადღებისა და თანადგომისთვის. ჩვენ  ვეცდებით, შეხვედრის დროს მიღებული რჩევები და შენიშვნები მაქსიმალურად სწრაფად და ამომწურავად გავითვალისწინოთ.
პატივისცემით,
eMoney გუნდი

© 2020 MyCoins.ge all rights reserved