2015 წლის, 6-7 ნოემბერს თბილისში, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს ორგანიზებით და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო მონეტარული კონფერენცია – თავისუფლების ფული. კონფერენციაზე განხილულ იქნა ევროპული ქვეყნების (ლიტვა, ბულგარეთი, იტალია, მონტენეგრო, ჩეხეთი) მონეტარული სისტემების და მონეტარული პოლიტიკის პრობლემები, წარსულში ამ პრობლემების მოგვარების გზები და ის გამოწვევები რომლებიც ეხლაც დგას ამ ქვეყნების წინაშე.
eMoney-ს კომერციულმა მენეჯერმა სოფო ჭყოიძემ ისაუბრა ბიტკოინებზე, მათ აუცილებლობაზე და მის მიწოდებაზე ქართველ მომხმარებელთან eMoney-ს საშუალებით.