PYC მანჰეტენზე უკვე მეორე ბანკომატს აყენებს

Home » არაკატეგორიზირებული » PYC მანჰეტენზე უკვე მეორე ბანკომატს აყენებს
29/10/2015

მანჰეტენმა, კუნძული ნიუ-უორკში, სადაც 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და იქ, სადაც აგრესიული ფრინველები უყოყმანოდ მოგპარავენ ლანჩს, მეორე ბიტკოინის ბანკომატი მიიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ ნიუ იორკია, ეს საკმაოდ რთულად დასაჯერებელია, რომ ამ პროცესს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდა, თუმცა ნიუ-იორკელებმა PYC-ს დიდი მადლობა უნდა გადაუხადონ ამ აპარატის დაყენებისთვის.
პირველი ბანკომატი ზაფხულში დამონტაჟდა საიუველირო მაღაზიაში, დასავლეთ სოფელში, რომელმაც მალევე დაიპყრო ადგილობრივი ყველა გაზეთის გარეკანი, რადგან ამას უბრალო მიზეზი ჰქონდა – პირველი ბიტკოინის ბანკომატი მანჰეტემზე. ამ ყველაფრის ფონზე, მოსახლეობას დიდი მოლოდინი ჰქონდა ახალ, მეორე ბანკომატზე.
ის დამონტაჟდა Crispín-ში, რესტორან – Hell’s Kitchen-ში, (მე-10 გამზირისა და 52-ე ქუჩების ტერიტორიაზე), რომელიც ამ ბოლო დროს ცნობილია თავისი საფირმო მაკარონით, ზღვის პროდუქტებითა და უამრავი სხვა კერძით, რომელიც აღარც კი მახსოვს, რადგან სწორედ ახლა მშიერი ვწერ ამ სტატიას, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იქ შესაძლებელია ბიტკოინებით გადახდა.
შეხვედრა მოხდა Hell’s Kitchen-ში.
Julio Cabrera PYC-დან ამბობს: ‘’ჩვენ ძალიან აღელვებულები ვიყავით ამ ქმედებით, ბიტკოინის შეძენა ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა’’.
პირველი აპარატისგან განსხვავებით, რომელიც კომპანია Lamassu-მ დაუმონტაჟათ, PYC-მ გამოიყენა Skyhook-ის ბანკომატი, რომელიც გამოირჩევა იმავე მსყიდველუნარიანობით როგორც Lamassu.
პროექტ Skyhook-ის ერთეულის ღირებულებაა 999 აშშ დოლარი.
Skyhook-at-Crispins
ვერ ვიტყვი, რომ Skyhook-ის გულშემატკივარი ვარ, თუმცა მთავარია მისი ფუნქციონირება და არა ვიზუალი.
შეიძლება ითქვას, რომ აპარატი ციფრული ვალუტის სანაცვლოდ სრულიად თქვენს განკარგულებაშია. ასე რომ, დაეხმარეთ საკუთარ თავს.
წყარო : http://www.newsbtc.com/2014/10/20/pyc-installs-second-bitcoin-atm-manhattan/
 
 
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved