ბითქოინის ფასი მყარად მიიწევს ზევით და 30 აპრილს რეკორდულ 1 370 დოლარს გაუთანაბრდა. 2017 წლის პირველ კვარტალში ბითქოინი არის ისეთი მყარი, როგორიც არასდროს!
ბითქოინის ფასმა გაუსწრო ყველა კონკურენტს !
2017 წლის პირველი ოთხი თვე იყო ამაღელვებელი ბითქოინის ბაზრისათვის, ვინაიდან ფასი დაუჯერებლად გაიზარა და გამყარდა.
ბითქოინის ფასმა უკვე გაუსწრო ე.წ. ცხელ ფულს (სახელმწიფოს მიერ გამოცემული ფული, რომელიც საზღვარგარეთ გადის მისი გაუფასურების, გადასახადის დაკისრების და სხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად), ხოლო 25 აპრილს გაუთანაბრდა ერთი უნცია ოქროს ფასს და დღეს ერთი ცალი ბითქოინი უფრო მეტად ფასობს ვიდრე ოქრო. მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია საუბრობენ ოქროს და ბითქოინის კონკურენციაზე და ხშირად მას ვირტუალურ ოქროდაც მოიხსენიებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ ბითქოინისათვის არის წარმატებული წელი, არამედ სხვა კრიპტოვალუტებისთვისაც, მაგალითად, დეშკოინის ფასი 800%-ით გაიზრდა.
მოთხოვნა ბითქოინზე
ბითქოინისათვის წარმატებული კვარტალი არამხოლოდ ფასის ზრდის გამო აღმოჩნდა, არამედ გაიზარდა მოთხოვნაც. განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ვენესუელა, იაპონია. ბითქოინების მოცულობა ყველა ამ ქვეყანაში დამაჯერებლად გამოიყურება.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინდოეთისა და ჩინეთის მთავრობა აპირებს ბითქოინი ოფიციალურ საგადასახადო სისტემად გამოაცხადოს.
მანამდე კი იაპონიამ პირველ აპრილს ბითქოინი აღიარა საგადამხდელო სისტემად, ხოლო ზაფხულში იგეგმება მისი ვალუტად აღიარება. იხილეთ სტატია
ორშაბათს SEC (Securities and Exchange Commission)-მ დაამტკიცა პეტიცია, სადაც Bats BZX Exchange ასაჩივრებდა SEC-ს ვერდიქტს და ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას. უახლოეს მომავალში გავიგებთ როდის იგეგმება პროექტის ხელახალი განხილვა. შეგახსენებთ, რომ 10 მარტს ამერიკის მარეგულირებელმა SEC-მა უარი უთხრა ძმები Winklevoss-ის ETF პროექტს.
როგორც ექსპერტები გვეუბნებიან ბითქოინი განაგრძობს გამყარებას მსოფლიო ბაზარზე და წლის ბოლომდე 2 000 დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდება, დღეს კი ერთი ბითქოინის შეძენა 1 360.34დოლარად შეგიძლიათ.
© Bitcoin.com