თითქმის მთელი კვირის განმავლობაში “გაწითლებული” ქოინების ფასები პარასკევს დასტაბილურდა: XPR, SOL, BNB – კვლავ ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდნენ.
გამოცდილი კრიპტო-მოვაჭრეები და ანალიტიკოსი ენდი ბრომბერგი ამბობენ, რომ ბაზარი არც მაინცდამაინც Bear პოზიციაშია და არც Bullrun-ის ეტყობა არაფერი. ამჟამად, ბიტკოინის ბაზარზე ცოტა ახალი ადამიანი შემოდის და მასე დაახლოებით იმდენივე ტოვებს – ბალანსი დაცულია, რაც შედარებით სტაბილურ ფასს ქმნის (მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში ბიტკოინს 3%-იანი კლება ჰქონდა, მას მაინც სხვებზე უკეთესი პოზიციები აქვს). როგორც ჩანს, ბაზარი კატალიზატორს ელის და ეს კატალიზატორი ბიტკოინის ETF-ის წარდგენის უფლება შეიძლება აღმოჩნდეს.