უნივერსიტეტები, რომლებიც თავაზობენ ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტის კურსებს

Home » არაკატეგორიზირებული » უნივერსიტეტები, რომლებიც თავაზობენ ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტის კურსებს
18/10/2017
უნივერსიტეტები, რომლებიც თავაზობენ ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტის კურსებს

ბლოქჩეინი, ტექნოლოგიაა, რომელზეც დაფუძნებულია ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა მაგალითად ბითქოინი. ის თანდათან იძენს მეტ პოპულარობას ცნობილ ამერიკის უნივერსიტეტებში, და ამიტომაც, ისინი ამატებენ მას საგნად. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს კრიპტოვალუტას, ეს არსებითად ციფრული აქტივია, რომელიც ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად და მომხმარებლებისთვის დეცენტრალიზებული გზით, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირი ტრანზაქციის უზრუნველსაყოფად.
უნივერსიტეტები, რომლებიც თავაზობენ ბლოქჩეინის კურსს
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტებში კურსები ან სერტიფიკატები უკავშირდება ბლოკჩეინს, ამჯერად ცნობილმა უნივერსიტეტებმაც დაიწყეს საგნების შეთავაზება, რომლებიც ასახავენ  განვითარებას ამ სფეროში და მონაცემთა ბაზის სისტემებს კრიპტოგრაფიით აერთიანებს.
აგელოს კიაიასი, ედინბურგის უნივერსიტეტის, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი და კიბერ კონფიდენციალობის თავმჯდომარე ამბობს:
„ბლოკჩეინების ტექნოლოგია არის ბოლო დროის განვითარება და ყოველთვის არის გარკვეული შუალედი, სანამ ინსტიტუტი დაერქმევა მას“.
ედინბურგის უნივერსიტეტი, ასევე აპირებს რომ გახდეს ერთერთი პირველი, ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც წამოიწყებს ბლოქჩეინის კურსს.
„შესაძლებელია კარგად გაერკვე კიბერ უსაფრთხოებაში, მხოლოდ ბლოქჩეინის სწავლით“.
აშშ-ს უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის უნივერსიტეტი, უკვე ორი წელია რაც მიღებული აქვთ კრიპტოვალუტის და ბითქოინის კურსი. ამავედროულად, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი და MIT, მასაჩუსეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ასევე სთავაზობენ სტუდენტებს იგივე კურსებს. კიდევ არსებობს ინტერნეტ სახელმძღვანელოები ამ თემასთან დაკავშირებით, რომლის უმეტესობაც, უფასოა.
Coursera, ტექნოლოგიის განათლების კომპანია, გაერთიანდა პრინსტონის უნივერსიტეტთან, და მომხმარებელს სთავაზობს 11 კვირიან კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის კურსს.
სამი წლის წინ, გამოცდილმა კრიპტოვალუტის აღმასრულებელმა ჯგუფმა დააარსა ბლოქჩეინის უნივერსიტეტი კალიფორნიაში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს 8 კვირიან კურსს, რომლებიც გადაიხდიან $100 დეპოზიტს, კურსის დამთავრების შემდეგ კი ეს თანხა დაუბრუნდებათ.
სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტები ბლოქჩეინთან დაკავშირებით არის  ლონდონსა და ჰამბურგში, სადაც მას უწოდებენ B9lab- ს, რომელიც ტექნიკურ აღმასრულებლებსა და ანალიტიკოსებს სთავაზობს ბლოკჩეინის 40-საათიან კურსს, რომელიც ცხრა კვირა გრძელდება და €2,350 ღირს.
 
ასევე იმატებს ბლოქჩეინთან დაკავშირებული სამსახურები
შესაბამისად, ბოლო რამდენიმე კვირაში ბლოკჩეინთან დაკავშირებული სამუშაოები გაიზარდა. ფაქტობრივად, არსებობს 1,000-ზე მეტი ბლოკჩეინთან დაკავშირებული სარეკლამო სამუშაო ადგილი, მაგალითად LinkedIn-ზე ბლოქჩეინთან დაკავშირებული რეკლამები კვარტლურად 40%-ს შეადგენს.
თითქმის 10,000 ადამიანი საიტზე უთითებს ბლოქჩეინის უნარს,  ნახევარი მათგანი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და მეოთხედი ფინანსური მომსახურების სექტორში. კურსები ჩაირთვება სკოლების/უნივერსიტეტების არსებულ პროგრამებში 2017-2018 სასწავლო წელს.
“პროფესიონალებმა რომლებიც ამ სფეროსთან არიან კავშირში, როგორიცაა კრიპტოგრაფია და ტექნოლოგიის შესწავლა, უნდა შეხედონ თავისუფალ ადგილებს, და გადახედონ თუ რა უნარები უნდა განავითარონ, რადგანაც მატულობს მოთხოვნის ზრდა ფინანსების, დაზღვევის და ტექნოლოგიების ინდუსტრიებში, ბლოქჩეინის ექსპერტიზაზე.“ ამბობს ჯოშ გრაფი, LinkedIn-ის გაერთიანებული სამეფოს მთავარი მენეჯერი.
წყარო: ©Cointelegraph

© 2020 MyCoins.ge all rights reserved