მაიამის მერი ფრენსის სუარესი ბიტკოინის (BTC) ერთგულ გულშემატკივრად ითვლება. მან ცოტა ხნის წინ შესთავაზა მოქალაქეებს გადასახადების გადახდის უფლება კრიპტოვალუტებით განეხორციელებინათ.
გუშინ, Twitter-ზე სუარესმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი ხელფასი მთლიანად ბიტკოინში (BTC) იქნება. პატივცემული მერი იქნება აშშ-ის მთავრობის პირველი თანამშრომელი, რომელსაც ხელფასს ციფრული ვალუტით აუნაზღაურებენ.
2016-2017 წლებში მისი წლიური შემოსავალი $97,000 შეადგენდა: მაიამის მერი ყოველთვიურად იღებს დაახლოებით $8,000 (0.13 BTC).
ტვიტი გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ადგილობრივი და ფედერალური მთავრობის არჩევნების დღეს. უპარტიო კანდიდატების სიას კვლავ სუარესი ლიდერობს.
კომპანია Morgan Creek-ის თანადამფუძნებელი ენტონი პომპლიანო მიესალმება მერის გადაწყვეტილებას. ბიზნესმენის თქმით, ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში და ამერიკელი პოლიტიკოსებიც კი იწყებენ კრიპტოზე გადასვლას.
შენ რას ფიქრობ, აირჩევდი ხელფასს ბიტკოინში (BTC)?